თამთა ჩაჩანიძე
24.12.2021

ჭკუადმყოფელი ადამიანი მაგას არ დაიჯერებს, რომ უკრაინას ახლა ომის დაწყების თავი აქვს, როცა მთელი მსოფლიო იმაზეა კონცენტრირებული, რომ რუსეთს უზარმაზარი არმია აქვს და დასავლეთს ულტიმატუმს უყენებს, ლოგიკას ეწინააღმდეგება - ამის შესახებ „რეზონანსთან" საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის დირექტორმა კორნელი კაკაჩიამ განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაზე საუბრისას, რომლის მიხედვითაც, „უკრაინა დონბასში კონფლიქტის სამხედრო გადაწყვეტისთვის ემზადება".

„სამოქალაქო ომის დასრულების ნაცვლად, კიევი, როგორც ჩანს, ემზადება დონბასის პრობლემის სამხედრო გადაწყვეტისთვის, როგორც ამას ისინი უწოდებენ", - განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა მარია ზახაროვამ.

ზახაროვასვე თქმით, უკრაინის ხელისუფლებამ მომავალი წლის სამხედრო ბიუჯეტი 20 პროცენტით - თითქმის 12 მილიარდ დოლარამდე გაზარდა და ამ თანხით ისინი დასავლელი პარტნიორებისგან არა მხოლოდ თავდაცვითი, არამედ შეტევითი იარაღის შეძენასაც აპირებენ. მისივე თქმით, უკრაინაში უცხო ქვეყნების სამხედრო ყოფნის მასშტაბები წლიდან წლამდე იზრდება: „კერძოდ, ამჟამად იქ ოთხი ათასი ინსტრუქტორია აშშ-დან."

კორნალი კაკაჩია აცხადებს, რომ აღნიშნული ბრალდება რუსული პროპაგანდის ნაწილია და ლოგიკას ეწინააღმნდეგება.

„ეს ისეთივე საბჭოთა სტილის პროპაგანდაა, როცა მეორე მსოფლი ომის წინ ფინეთს დააბრალეს, რომ საბჭოთა კავშირს დაესხა, მოგვიანებით ყველამ გაარკვია, თუ ვინ ვის დაესხა. ესაა რუსული პროპაგანდისთვის ჩვეულებრივი ტრადიციაა, რომელიც შიდა მოხმარებისთვის კეთდება, რომ ხალხი რაღაცნაირად დაარწმუნონ, თითქოს რუსეთის საგარეო პოლიტიკა სამშიდობოა და მეზობელი სახელმწიფოები პრობლემებს ქმნიან," - განაცხადა მან.

კითხვაზე, რამდენად აპირებს რუსეთი პროვიკაციას უახლოეს პერიოდში კაკაჩიამ განაცხადა: „ახალ წლებზე არ ვიცით, მაგრამ პუტინის განცხადებით თუ ვიმსჯელებთ, მან დასავლეთს ფაქტიურად უილტიმატუმი წაუყენა და თან პასუხს ძალიან სწრაფად ელოდება. ასევე საუბარი იყო, რომ სამხედრო მოქმედებებს თებერვლის დასაწყისისთვის აპირებდა, მაგრამ ახალი წლები როგორც კი ჩამთავრდება, არაა გამორიცხული, რომ მოქმედებები დაიწყოს, სწორედ ამიტომაა მთელი საერთაშორისო თანამეგობრობა აღშფოთებული."

კიევის საერთაშორისო სოციოლოგიური ინსტიტუტმა 13-16 დეკემბერს შუალედში ქვეყნის საგარეო კურსთან დაკავშირებით გამოკითხვა ჩაატარა გამოკითხვის შედეგები მეტყველებს, რომ მოსახლეობის უმეტესობას დასავლური კურსის მომხრეა. რეფერენდუმის შემთხვევაში გამოკითხულთა 67,1% ევროკავშირში გაწევრიანების მომხრე იქნებოდა, 21,6% კი წინააღმდეგი. დანარჩენმა რესპონდენტმა განაცხადეს, რომ მონაწილეობას არ მიიღებდნენ ან ჯერ არ იციან, რას დაუჭერდნენ მხარს. რაც შეეხება ნატოში გაწევრიანებას, მომხრეთა წილი 59,2%-ს, მოწინააღმდეგეთა კი 28,1%-ს შეადგენს.

კაკაჩია აცხადებს, რომ რუსეთის ბოლო დროის აგრესიული რიტორიკა ამითაცაა განპირობებული, რომ მოსახლეობის განწყობები წლების 50/50-ზე იყო.

„ეს უკრაინისთვის საკმაოდ დიდი ციფრია, რამდენიმე წლის წინანდელ სიტუაციას თუ გადავხედავთ, ნახევარ-ნახევარი იყო, მაგრამ რუსეთის ოკუპაციამ ისეთი სიტუაცია შექმნა, რომ რაოდენობამ მოიმატა, უკრაინას რეალურად სხვა ალტერნატივა არ აქვს, მოსახლეობის მხარდაჭერაც ამას ადასტურებს, ზუსტად რუსეთის პოლიტიკა ამიტომაცაა გააქტიურებული და გააგრესიულებული, რადგან უკრაინის ნატოში გაწევრიანების საკიითხი სულ უფრო აქტიური გახდა, რასაც ვერ ვიტყვი ევროკავშირზე.

„ყველაზე საინტერესო ისა, რომ როცა რუსეთის ხელისუფლება ყირიმს და დონბასს ახსენებს, არ ახსენებს საქართველოს, ამბობენ, რომ უკრაინა და სხვა საბჭოთა რესპუბლიკებიო, ეს ძალიან საინტერესოა, თითქოს საქართველო მათთვის პრობლემური აღარაა, ან მეორე ვარიანტია, რომ თუ საქართველოს საკითხი გადაწყდება ისე როგორც რუსეთს უნდა და საქართველოს საკითხი ავტომატურად ჩამოსცილდება," - განაცხადა კაკაჩიამ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2022 by Resonance ltd. . All rights reserved
×