ხატია ბერიძე
30.12.2021

დუმის დეპუტატი ვლადიმერ ჟირინოვსკი რუსეთის პრეზიდენტს სთავაზობს, რომ უკრაინა ახალი წლის საღამოს დაბომბონ, რადგან „მაგ დროს ყველა მთვრალია და მოგერიების საშუალება არ ექნებათ". ამაზე ანალიტიკოსი ვახტანგ მაისაია აცხადებს, რომ მართალია ეს ერთგვარი ფეიკია, მაგრამ ისეთი, რომლის მიზანი უკრაინელ ხალხზე ფსიქოლოგიური წნეხის მოხდენაა.

რუსეთის ლიბერალურ-დემოკრატიული პარტიის ლიდერმა და დუმის დეპუტატმა, ვლადიმირ ჟირინოვსკიმ რუსეთის პირველი არხის ეთერში თქვა, რომ კარგი იქნება თუ უკრაინას და დასავლეთს ახალი წლის ღამეს დაბომბავენ.

„უბრალოდ უნდა დავბომბოთ ღამით, 31 დეკემბრიდან 1-ელ იანვრამდე. დილის 4 საათიდან 5 საათამდე. უკვე ყველა მთვრალია. არაა აუცილებელი ყველა დავბომბოთ. მაგრამ უნდა ამოვირჩიოთ, ვიღაც უნდა დავსაჯოთ, ვიღაც უნდა შევაშინოთ," - თქვა ჟირინოვსკიმ.

ჟირინოვსკიმ დაამატა, რომ პრეზიდენტი რომ იყოს, სწორედ ასე მოიქცეოდა.

„ჟირინოვსკი რუსეთის პოლიტიკური სისტემის კლოუნია და მისი ეს სიტყვები შეუძლებელია რეალობად აღვიქვათ," - აცხადებს ამ გამოხტომის კომენტირებისას ვახტანგ მაისაია. „ - მას სურს, რომ ინფორმაციული ომი დაიწყოს უკრაინასთან მიმართებაში, რაც სავარაუდოდ. პუტინის სურვილია. მის მიერ გაჟღერებული ინფორმაცია ე.წ. „წითელი ფეიკ ნიუსია". ამას იყენებენ მოწინააღმდეგის მიმართ და მისი მიზანია ოპონენტის ფსიქოლოგიურ წნეხში მოქცევა. რუსეთის მხრიდან მსგავსი განცხადებები გასაკვირი არ არის მითუმეტეს ჟირინოვსკისნაირი მასხარა პოლიტიკოსისგან", - განაცხადა ვახტანგ მაისაიამ.

კიდევ ერთი ასეთი გროტესკული მუქარა 27 დეკემბერს, გროზნოში ჩატარებულ პრესკონფერენციაზე ჩეჩნეთის ლიდერმა, რამზან კადიროვმა გააჟღერა, თქვა, რომ უკრაინის საკითხი მოსაგვარებლად მისთვის რომ ჩაებარებინათ, პრობლემას დიდი ხნის წინ გადაჭრიდა და მას რუსეთს ან სულაც ჩეჩნეთს შეუერთებდა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2022 by Resonance ltd. . All rights reserved
×