თეონა ვეშაგური
08.04.2022

ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი უკრაინის დედაქალაქ კიევში ჩავიდა, სადაც პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდება. ანალიტიკოსი თენგიზ ფხალაძე „რეზონანსთან" ამ ვიზიტის მნიშვნელობაზე საუბრობს და ამბობს, რომ იქნება დისკუსია უფრო მაშტაბური დახმარების შესახებ უკრაინისთვის, რათა ზეწოლა გაიზარდოს რუსეთზე და სწრაფად შეწყდეს ომი. ამასთან აღსანისნავია, რომ ეს ევროპელი მაღალჩინოსნის პირველი ვიზიტია უკრაინაში, ბუჩაში მომხდარი დანაშაულებრივი ქმედებების შემდეგ.

მისივე თქმით, ჯერ არ ამოწურულა რესურსები დასავლეთის მხრიდან რუსეთის შესაჩერებლად და ეს აუცილებლად უნდა იქნეს გამოყენებული უახლოეს მომავალში.

„ძალიან მნიშვნელოვანია თავად ეს ვიზიტი, რადგან პოლიტიკური ჟესტია. თავისთავად ცხადია, რომ საუბარი იქნება კონკრეტულ ნაბიჯებზე, როგორც სამხედრო დახმარების ისე ევროკავშირში სწრაფად გაწევრიანებასთან დაკავშირებით. იქნება დისკუსია თუ როგორ გაიზარდოს დახმარება უკრაინისთვის და ზეწოლა რუსეთზე. ვერ გეტყვით, რომ ამ შეხვედრის შემდეგ იქნება გამოცხადებული საბოლოო გადაწყვეტილება, რადგან ის მიიღება ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებთან ერთად, მაგრამ ის რომ ძალიან მნიშვნელოვანია ეს შეხვედრა ამაში ორი აზრი არ არსებობს.

„ჯერ ბოლომდე არ ამოწურულა დასავლეთიდან წამოსული დახმარებების ლიმიტი, ამიტომ ეს აუცილებლად უნდა გაიზარდოს როგორც შეიარაღების ისე უკრაინის ევროინტეგრაციის თვალსაზრისით", - განაცხადა ფხალაძემ „რეზონანსთან".

როგორც უცხოური მედია „დოიჩე ველე" იუწყება, პრეზიდენტი ფონ დერ ლაიენი კიევში უკრაინის საზღვრის სიახლოვეს მდებარე პოლონურ ქალაქ ფშემისლიდან მატარებლით გაემგზავრა. დელეგაციის წევრთა შორის ასევე არიან საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი ჯოზეფ ბორელი, სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრი ედუარდ ჰეგერი და ევროპარლამენტართა ნაწილი.

საყურადღებოა, რომ ურსულა ფონ დრე ლაიენი პირველი ევროპელი მაღალჩინოსანია, რომელიც უკრაინაში ბუჩაში მომხდარის შემდეგ ჩადის.

 

 

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2022 by Resonance ltd. . All rights reserved
×