თამთა ჩაჩანიძე
17.06.2022

ომმა რუსეთში სახელმწიფოს ავტორიტარიზმისკენ სწრაფვა დააჩქარა, ბრიტანული დაზვერვის განცხადებით, 15 000 რუსი მილიონერი, სავარაუდოდ, ქვეყნის დატოვებას ცდილობს, მათივე ინფორმაციით. მიუხედავად იმისა, რომ გამოკითხვების დროს რუსების უმრავლესობა მხარს უჭერს „სპეციალურ სამხედრო ოპერაციას", მოსახლეობის ნაწილი ასევე პასიურად ავლენს თავიანთ წინააღმდეგობას. ექსპერტი უსაფრთხოების საკითხებში ვახტანგ მაისაია „რეზონანსთან" აცხადებს, რომ პუტინმა ოპოზიცია ფაქტობრივად მოსპო, ოლიგარქებზე, რომელიც მის რეჟიმს ეწინააღმდეგებოდნენ, სისხლის სამართლის საქმეები აღძრა, ხოლო პროტესტი, რომელიც ხალხში იყო, შიშით და პროპაგანდით ჩააცხრო.

„მიუხედავად იმისა, რომ გამოკითხვების დროს რუსების უმრავლესობა მხარს უჭერს „სპეციალურ სამხედრო ოპერაციას", მოსახლეობის ნაწილი ასევე პასიურად ავლენს თავიანთ წინააღმდეგობას. ომის მიმართ სკეპტიციზმი ასევე განსაკუთრებით ძლიერია რუსეთის ბიზნეს ელიტასა და ოლიგარქთა შორის. როგორც ცნობილია, 15 000 რუსი მილიონერი სავარაუდოდ, უკვე ცდილობს ქვეყნის დატოვებას", - ნათქვამია ბრიტანეთის დაზვერვის განცადებაში.

მათივე ცნობით, ბოლო კვირების განმავლობაში რუსეთის დუმამ მიიღო კანონი, რომელიც 20 წლით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს რუსეთის იმ მოქალაქეებისთვის, რომლებიც ქვეყნის წინააღმდეგ ბრძოლაში მიიღებენ მონაწილეობას.

როგორც ვახტან მაისაია „რეზონანსთან" ამბობს, 24 თებერვლის შემდეგ რუსეთი ავტორიტარიზმისკენ სწრაფი ტემპით მიდის.

„რუსეთში პრაქტიკულად მტელი ოპოზიცია საზღვარგარეთაა გახიზნული და ვინ ქვეყნის შიგნითაა, დაკავებულია. ნავალნის ცხრა წელი მიუსეჯეს და მკაცრი რეჟიმის ზონაში გადაიყვანეს. ოპოზიცია პუტიისთვის პრობლემა უკვე აღარაა. თან გაამკაცრეს კანონი უცხოური აგენტების შესახებ, ოპოზიციური ტელევიზიები ფაქტიურად აკრძალულია, „დოჟდი" ახლა აპირებს, რომ ტელემაუწყებლობა რიგიდან დაიწყოს. პუტინმა მიიღო კანონი, რომელიც თანხების გატანას კრძალავს და რამდენიმე კატეგორიას ქვეყნიდან გასვლა აუკრძალა.

„რუსეთის დუმა ისეთ რეჟიმზე გადავიდა და ისეთ კანონებს იღებს, რომ ხალხზე საკმაოდ სერიოზულ ზეწოლას ახდენს და ქვეყანაში არსებულ მძიმე მდგომარეობას კიდევ უფრო ართულებს. დუმამ დაამტკიცა კანონი, რომლითაც რუსეთი სტრასბურგის გადაწყვეტილებებს აღარ შეასრულებს.

„რაც შეეხება იმას თუ რა მდგომარეობაშია პუტინი, აქაც კითხვის ნიშნებია. რუსული არხები პუტინის ვიდეოებს აჩვენებენ, მაგრამ როდინდელია, ეს არავინ არ იცის. ყოველ შემთხვევაში ნაჩვენები იყო, რომ ორი დღის წინ პუტინი სანკტ-პეტერბურგის სამიტზე გამოვიდა, განცადება გააკეთა, თუმცა ესეც საეჭვოა, იყო თუ არა პირდაპირი ეთერი. მას მერე არ ჩანს. ოლიგარქებს რაც შეეხება, ვინც პუტინის რეჟიმს არ დათანხმდა, მათზე სს საქმეები აღიძრა.

"სანქციებს რაიმე ტიპის გავლენა სამხედრო მოქმედებებზე სამწუხაროდ ჯერ არ ჰქონია. ომმა რუსეთის ავტორიტარიზმისკენ სწრაფვა დააჩქარა, ამისთვის ყველაფერი გააკეთა, შემოიღო სასჯელი რუსეთის ხელისუფლების ელემენტარული კრიტიკისთვის, გააუქმა სტრასბურგის გადაწყვეტილებების მექანიზმი, მიიღო კანონი უცხოური აგენტების შესახებ და ის მედიები, ანალიტიკური ცენტრები და ჰუმანიტარუილი ორგანიზაციები დახურა, რომლებიც საზღვარგარეთიდან ფინანსდებოდნენ. შეიზღუდა სიტყვის თავისუფლება და ფაქტიურად ადამიანებზე ნადირობა დაიწყო. არა მხოლოდ ოპოზიციაზე, არამედ მათზე, ვისაც კრიტიკული აზრი აქვს. ოპოზიციაზე საუბარი არაა, საზღვარგარეთ არიან გაქცეულები და ვინც რუსეთში დარჩა - ციხეშია. თავად მოსახლეობაშიც საპროტესტო მასობრივ გამოსვლებს ადგილი აღარ აქვს, ეს ტალღაც ჩააცხრო, ეს მეტწილად რუსული პროპაგანდის ბრალია, რომელიც შიდა აუდიტორიაზე მუშაობს.

„რუსები ასევე ალტერნატიული შვიდეულის გაკეთებას აპირებენ და შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის ფარგლებში ახალი ვალუტის შემოღებას გეგმავენ, რომელზეც ამბობენ, რომ ევროსა და დოლარის საპირწონე იქნებაო," - განაცხადა მაისაიამ.

„ჩვენ უკრაინაში არ შევჭრილვართ, ჩვენ გამოვაცხადეთ სპეციალური სამხედრო ოპერაცია, რადგან სხვა გზა არ გვქონდა, აგვეხსნა დასავლეთისთვის, რომ რომ ის დანაშაულებრივი საქმიანობითაა დაკავებული, როდესაც უკრაინას ნატო-ში ითრევს", - ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა „ბიბისისთან" განაცხადა.

მან გაიმეორა კრემლის ოფიციალური პოზიცია, რომ უკრაინაში ნაცისტები იმყოფებიან. „ბიბისის" ჟურნალისტმა ლავროვს გაერო-ს ოფიციალური ანგარიში გაახსენა, სადაც საუბარია უკრაინულ სოფელ იაჰიდნეზე, ჩერნიგოვის ოლქში და აღნიშნულია, რომ "360 მცხოვრები, მათ შორის 74 ბავშვი და ხუთი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი, რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა აიძულა 28 დღე დარჩენილიყვნენ სკოლის სარდაფში, სადაც არ იყო ტუალეტი, წყალი და სადაც 10 მოხუცი დაიღუპა".

კითხვაზე: „ეს არის ნაცისტების წინააღმდეგ ბრძოლა?" - სერგეი ლავროვმა უპასუხა, რომ საერთაშორისო დიპლომატები, მათ შორის გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისარი, გაეროს გენერალური მდივანი და გაეროს სხვა წარმომადგენლები „დასავლეთის მხრიდან ზეწოლის ქვეშ არიან და ძალიან ხშირად მათ დასავლეთის მიერ გავრცელებული ყალბი ამბების რუპორებად იყენებენ".

„რუსეთი თეთრი და ფუმფულა არ არის. რუსეთი არის ის, რაც არის. ჩვენ არ გვრცხვენია, ვაჩვენოთ ჩვენი თავი ისეთი, როგორებიც ვართ," - აღნიშნა ლავროვმა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2022 by Resonance ltd. . All rights reserved
×