ბაჩანა ტყემალაძე
29.01.2023

ირანის რამდენიმე ქალაქში შაბათს ღამით სამხედრო მრეწველობის ობიექტებზე აფეთქებები მოხდა. სხვადასხვა წყაროების ცნობით, ეს ირანსა და ისრაელს შორის მიმდინარე „ჩრდილოვანი ომის გაგრძელებაა". აფეთქებებს თან დაემთხვა მძლავრი მიწისძვრა, რამაც გარკვეული პანიკა გამოიწვია. „ტელეგრამ" არხები კი პირდაპირ ირანი-ისრაელის ომის დაწყების შესახებ წერდნენ.

ოფიციალური ინფორმაციით, ირანის ცენტრალურ ქალაქ ისპაჰანში მდებარე სამხედრო ქარხანას შაბათს ადგილობრივი დროით 23:30-ზე უპილოტო დრონები თავს დაესხსნენ. ირანის სახელმწიფო მედია თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ამბობს, რომ სამხედრო ქარხანაში მომხდარი ძლიერი აფეთქების მიუხედავად, შეტევა „წარუმატებელი" იყო.

„ერთი დრონი საჰაერო თავდაცვამ მოიგერია, დანარჩენი ორი კი თავდაცვით ხაფანგში მოხვდნენ და აფეთქდნენ. საბედნიეროდ, წარუმატებელ თავდასხმას არანაირი მსხვერპლი არ მოჰყოლია, ქარხნის სახურავის მცირე დაზიანების გარდა", - ნათქვამია თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში.

სხვა ცნობებით კი, თავდასხმა ასევე მოხდა ქალაქ აზარშაჰრში მდებარე ძრავის ზეთის მწარმოებელ ქარხანაზე, რის შედეგადაც საწვავის რამდენი რეზერვუარი აფეთქდა.

აღსანიშნავია, რომ გასული წლის ივლისში ირანმა ისრაელში მომუშავე ქურთი ბოევიკებისგან შემდგარი დივერსიული ჯგუფი დააკავა, რომელიც ისპაჰანში „სენსეტიური" თავდაცვის პუნქტების აფეთქებას აპირებდა.

ისრაელი კი დიდი ხანია იმუქრება ირანის წინააღმდეგ სამხედრო მოქმედებით, თუ ვაშინგტონსა და თეირანს შორის არაპირდაპირი მოლაპარაკებები ვერ გადაარჩენს 2015 წლის ბირთვულ შეთანხმებას.

ჯერჯერობით არ ვრცელდება ოფიციალური ინფორმაცია, თუ ვინ განახორციელა ირანში უპილოტო საფრენი აპარატით თავდასხმა, მაგრამ ამის შესახებ არაოფიციალური ვერსიები უკვე არსებობს.

პირველი ვერსიის თანახმად, უპილოტო საფრენი აპარატით დარტყმები განახორციელეს ისლამური რესპუბლიკის წინააღმდეგ მოქმედი ულტრამემარცხენე დაჯგუფების, „ირანელი ხალხის მოჯაჰედთა ორგანიზაციის" (სხვაგვარად - „მოჯაჰედინ-ე ჰალკ") მეამბოხეებმა, რომლებიც, ირანის ხელისუფლების მტკიცებით, ისრაელის მხარდაჭერით მოქმედებდნენ.

ასევე იუწყებიან, რომ თავდასხმა უშალოდ ისრაელმა განახორციელა და ისლამური რევოლუციური გვარდია არა მხოლოდ ადანაშაულებს ისრაულ მხარეს, არამედ საპასუხო შეტევითაც იმუქრება.

„გამოცდილებამ აჩვენა, რომ ირანს საპასუხო რეაქცია ექნება. დაელოდეთ, როდის დაარტყავენ უპილოტო თვითმფრინავები სიონისტურ ნავთობტანკერებს", - ნათქვამი ისლამური რევოლუციური გვარდიის განცხადებაში.

მომხდარი თავდასხმის პარალელურად, ირანში შაბათს 5.9 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრაც მოხდა, რის შედეგადაც 816 ადამიანი დაშავდა, 3 კი გარდაიცვალა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×