ნაზი ბერიძე
02.02.2023

ამერიკულ საზენიტო-სარაკეტო სისტემის პატრიოტის გამოყენების ტრენინგს 70-მდე უკრაინელი ჯარისკაცი გერმანიაში გადის. უკრაინელების ჯგუფი გერმანიაში 31 იანვარს ჩავიდა და წვრთნას ხუთშაბათს დაიწყო, ამის შესახებ ინფორმაციას ბერლინის სამართალდამცავი ორგანოების წყაროებზე დაყრდნობით გერმანიის უდიდესი სააგენტო DPA ავრცელებს.

გერმანიის მთავრობა, შეერთებულ შტატებთან შეთანხმებით, უკრაინას „პატრიოტის" მთელ ბატარეას გადასცემს რუსული, უპილოტო ავიაციისა და რაკეტებისგან დასაცავად. „პატრიოტის" ბატარეა, რაკეტების გარდა, მოიცავს საკონტროლო ოთახს, მრავალფუნქციურ სარადარო სადგურს, ელექტრომომარაგებასა და საკომუნიკაციო აღჭურვილობას.

ამავდროულად, გერმანია პოლონეთის საჰაერო სივრცის დაცვაზეც იღებს პასუხისმგებლობას. გერმანიიდან პოლონეთში ტრანსპორტირებული „პატრიოტი" საწყის მზადყოფნაშია მოყვანილი. ბუნდესვერი „პატრიოტის" 3 ბატარეით პოლონეთის საჰაერო სივრცის დაცვას აპირებს. გერმანელი ჯარისკაცები პოლონეთში 16 იანვრიდან იმყოფებიან, რათა უზრუნველყონ საჰაერო თავდაცვის სისტემების განლაგება პოლონელ კოლეგებთან ერთად. დაახლოებით ექვსთვიანი დაგეგმილი მისიის მიზანია, ნატოს საჰაერო სივრცის და შესაბამისად პოლონეთის ტერიტორიის, მისი ინფრასტრუქტურისა და მოსახლეობის დაცვა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×