თამთა ჩაჩანიძე
19.03.2023

მას შემდგეგ, რაც ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მიერ რუსეთის ლიდერი ვლადიმერ პუტინზე დაგავების ორდერი გასცა, რუსეთის პრეზიდენტი მოულოდნელად უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე ჩავიდა. ორშაბათს კი მოსკოვში ჩინეთის ლიდერ სი ძინპინს ელოდებიან. ანალიტიკოსთა შეფასებით, ეს ყველაფერი მაინც ვერ გადაფარავს ჰააგის სასამართლოს გადაწყვეტილების მნიშვნელობას. ამის პარალელურად კი რუსებს შესაძლოა უშალოდ ფრონტზეც ელოდებათ უსიამოვნო სურპრიზი - სამხედრო მიმომხილველების ცნობით, უკრაინელებმა ბახმუტთან სერიოზულ ძალებს მოუყარეს თავი და ამ დღეებში მათგან მასირებულ შეტევას ელოდებიან.

ფრონტზე ვითარება კვლავ რთულია. უკრაინის მთელს ტერიტორიაზე კვირასაც გამოცხადდა განგაში. უკრაინის გენშტაბის ცნობით, ბოლო 24 საათში მათ მტრის 100-ზე მეტი შეტევა მოიგერიეს. ანალიტიკოსები მიიჩნევენ, რომ ამ შეტევებს მხოლოდ ერთი მიზანი აქვს - არ მისცენ უკრაინელებს ძალის მოკრებისა და ბახმუტის დებლოკირების საშუალება.

ბახმუტთან უკრაინული ძალების კონცენტრაციის შესახებ ცნობები სხვადასხვა „ტელეგრამ" არხებით ვრცელდება. ზოგიერთ მათგანზე გამოქვეყნებულია დიდი რაოდენობით უკრაინული სამხედრო დექნიკის, მათ შორის დასავლეთისგან მიღებული უახლესი ტანკებისა და ჯავშანტრანსპორტიორების გადაადგილების კადრებიც.

რა ხდება ფრონტზე

როგორც გენერალი ვახტანგ კაპანაძე „რეზონანსს" უყება, რუსეთი ბახმუტის ალყაში მოქცევას კვლავ ცდილობს და ამასთან სურს, რომ უკრაინელებისთვის ხელის შეშლის მიზნით 800 კილომენტრიან ფრონტზე აქტიურობა შეინარჩუნოს. უკრაინას კი, მისი ინფორმაციით, 4 ახალი დაჯგუფება აქვს შექმნილი და შტევა წესით უახლოეს ერთ კვირაში უნდა დაიწყონ.

„ბახმუტის მიმართულებაზე რუსეთი მაქსიმალურად ცდილობს, რომ წინ წაიწიოს, წრე შეკრას და ქალაქი ალყაში მოაქციოს. ქალაქის მომარაგების ერთადერთი გზაა დარჩენილი, რომელიც ნაწილობრივ რუსები ცეცხლის ქვეშაა, თუმცა ასე თუ ისე მაინც ფუნქციონირებს.

„ბახმუტში მდინარე ბახმუტკას აღმოსავლეთ ნაპირი რუსების კონტროლქვეშაა, დასვლეთ ნაპირზე კი ბრძოლები მიდის. არის ქარხანა „აზომ"-ი, სადაც უკრაინის თავდაცვაა ორგანიზებული, ქარხნის ნაწილი კი რუსებმა დაიკავეს. ასევე ბრძოლები ქალაქის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილშიცაა, სადაც რუსები შეტევას კიდევ ერთ ქარხანაზე ცდილობენ.

„რუსების კონცენტრაცია ბახმუტისკენაა, თუმცა ასევე კუპიანკის მიმართულებაზე წინ წაწევასაც ცდილობს. 800-კილომეტრიან ფრონტზე რუსეთი აქტიურობის შენარჩუნებას იმიტომ ცდილობს, რომ უკრაინელებმა ბახმუტის დასახმარებლად ძალების კონცენტრაცია ვერ მოახდინონ.

„სამხრეთის მიმართულებას რაც შეეხება, აქ მხოლოდ საარტილერიო დარტყმების გაცვლაა. ამ მხრივ არაკონტაქტური დაპირისპირებაა. გარკვეულ მონაკვეთებზე არის დაზვერვა ბრძოლით, მაგრამ აქტიურობა ძირითადად მაინც უკრაინის აღმოსავლეთ მიმართულებაზეა.

„ჩემი მონაცემებით, უკრაინელებს ოთხი დაჯგუფება აქვს შექმნილი. თოთქოსდა მოლოდინია, რომ ბახმუტის მიმართულებით უკრაინელები კონტრშეტევას განახორცილებენ დახმარების აღმოსაჩენად. ვნახოთ, თუ ეს უახლოეს ერთ კვირაში იქნება - იქნება, თუ არა და მერე არ მგონია ამ მიმართულებაზე მსგავსი რამ განახორციელოს", - განაცხადა ვახტანგ კაპანაძემ.

რას დაუპირისპირებს რუსეთი ჰააგის გადაწყვეტილებას

როგორც რუსული მედია წერს, ვლადიმერ პუტინი შაბათს ჯერ ოკუპირებულ ყირიმში ჩავიდა, სადაც, ნახევარკუნძულის ანექსიიდან ცხრა წლის თავზე, სევასტოპოლში ხელოვნების სკოლა და ბავშვთა ცენტრი მოინახულა, ხოლო შემდეგ ოკუპირებულ მარიუპოლს ესტუმრა.

ამასთან ჩინეთის ორშაბათს პრეზიდენტის სი ძინპინის მოსკოვში ვიზიტია დაგეგმილი, რომელზეც რუსი მიმომხილველები განსაკუთრებულ იმედებს ამყარებენ.

როგორც თსუ-ს პროფესორი კორნელი კაკაჩია „რეზონანსთან" აცხადებს, ჰააგის სასამართლოს გადაწყვეტილება, როგორც რუსეთისთვის, ისე პუტინისთვის დამამცირებელია და ამის საპირწონედ მოსკოვი ყველა შესაძლო ნაბიჯს გადადგამს, თუმცა ეს ნაბიჯები იმ სიძლიერის ვერ იქნება, რომ დასავლეთი და მისი გეგმები დააზიანოს.

„ფაქტია, რომ ჰააგის გადაწყვეტილება რუსეთის ხელისუფლებისთვის და პირადად პუტინისთვის ძალიან დამამცირებელია, რადგან ისინი აქამდე ყოველთვის ამბობენ, რომ მათთვის საერთაშორისო სამართლის პრინციპები მნიშვნელოვანი იყო. რა თქმა უნდა, ეს თავისებურად ესმოდათ, მაგრამ მაინც არ მოელოდნენ, რომ დასავლეთი ასეთ გადაწყვეტილებას მიიღებდა.

„მათთვის ყველაზე ცუდი ისაა, რაც შეიძლება ამ გადაწყვეტილებას მოჰყვეს - ბევრი აღნიშნავს, რომ ეს ომი როგორც არ უნდა დამთავრდეს, დასავლეთი რუსეთთთნ ნორმალური ურთიერთობის დამყარებას არ აპირებს. რუსეთი თანდათან იზოლირებული ქვეყანა ხდება, როგორც თავის დროზე საბჭოთა კავშირი იყო და ეს მათ მდგომარეობას კიდევ უფრო ართულებს.

„აქამდე დასავლეთი ცდილობდა, რომ ხიდები არ დაეწვა, მაგრამ ამ გადაწყვეტილებით გამოჩნდა, რომ ისინი რუსეთთან ბრძოლაში უკან არ დაიხევენ. ამასთან, მცირდება იმის შანსი, რომ დასავლეთის ჩართულობით პირდაპირი მოლაპარაკება შედგეს, რადგან საერთაშორისო ძებნილთან მოლაპარაკებას არავინ დაიწყებს.

„ამ გადაწყვეტილებას რუსეთში შიდა განზომილებაც აქვს - შესაძლოა შიდაპოლიტიკურ ელიტაში პრობლემები გამოიწვიოს. ამის ფონზე რუსეთმა რა პოლიტიკური ნაბიჯებიც არ უნდა გადადგას, ამით დასავლეთს ვერაფერს ვერ უზამს და იმაზე უარესს ვერ გააკეთებს, რაც უკრაინაში უკვე გააკეთა. უბრალოდ, შეიძლება რაღაც პასუხი იყოს, რაზედაც საუბარი წინასწარ ძნელია", - განაცხადა კაკაჩიამ „რეზონანსთან".

მან ორშაბათს ჩინეთის ლიდერის მოსკოვშ დაგეგმილ ვიზიტზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ პეკინი პუტინს „საფლავში არ ჩაჰყვება".

„ჩინეთი საერთოდ პრაგმატული აქტორია და რუსეთი მასთან ყველაფერს ვერ გააკეთებს, რადგან პეკინი პუტინის ხელისუფლებას საფლავში არ ჩაყვება. ჩინეთი რუსეთის სტრატგიული მოკავშირეა, მაგრამ მას ასევე საკუთარი ინტერესები აქვს, რომელიც რუსეთის ინტერესების იდენტური არაა.

„ამის პარალელურად, ჩინეთს გლობალუირი ინტერესები აქვს, მათ შორის სავაჭრო-ეკონომიკური თვალსაზრისით დასავლეთთან და განსაკუთრებით აშშ-სთან. ამიტომაც შეზღუდულია და ყველაფერს არ გააკეთებს, რაც შუძლია. ამავე დროს, სტრატეგიული თანამშრომლობის ფარგლებში ვალდებულება აქვს, რომ რუსეთს გარკვეული დახმარება აღმოუჩინოს სავაჭრო, ფინანსური კუთხით. ალბათ უფრო ნაკლებად სამხედრო დახმარება იქნება, რადგან უკვე დასავლეთის მხრიდან გაფრთხილებულია, რომ თუ ის შეიარაღებას მიაწვდის, ამან შესაძლოა აშშ-სა და ჩინეთს შორის ისედაც დაძაბული სიტუაცია კიდევ უფრო გაართულოს.

„ჩინეთი ეცდება დელიკატურად იმოქმედოს, რომ არც მწვადი დაწვას არც შამფური, მაგრამ რეალურად რა გამოვა, ამას უახლოეს ხანში ვნახავთ.

„რაც შეეხება ოკუპირებულ ტერიტორიებზე თავად პუტინის ჩასვლას, ეს დასავლეთისთვის და უკრაინისთვის სიგნალია, რომ თითქოს არ უნდა ჰქონდეთ მოლოდინი, რომ რუსეთი უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებს დათმობს, ამ თემაზე მოლაპარაკებებიც კი ზედმეტი არისო", - განაცხადა კორნელი კაკაჩიამ „რეზონანსთან".

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×