ბაჩანა ტყემალაძე
22.03.2023

ოთხშაბათს სი ძინპინმა მოსკოვი ორდღიანი ვიზიტის შემდეგ დატოვა. ჩინეთის ლიდერს ვიზიტის დროს არ გაუკეთებია რუსეთის სასარგებლოდ არც ერთი განცხადება, რამაც პუტინს იმედები გაუცრუა, მაგრამ მას ბევრი არც უკრაინაზე უსაუბრია.

ვიზიტის ფარგლებში, კომუნისტური ჩინეთის ლიდემა თქვა, რომ ჩინეთი ისტორიის სწორ მხარეს დგას და მშვიდობა სურს. რუსული მედიის ცნობით, სიმ ჩინეთის სამშვიდობო გეგმაზეც ისაუბრა. მისი თქმით, პუტინთან მოლაპარაკებები ღია და მეგობრული იყო.

„ჩინეთი მუდმივად ხელმძღვანელობს გაეროს ქარტიით და ვიკავებთ მიუკერძოებელ პოზიციას", - თქვა ჩინეთის ლიდერმა.

სი ძინპინმა ასევე აღნიშნა, რომ ის და პუტინი უკვე ათი წელია ერთმანეთს მხარს უჭერენ და მომდეცნო წლებში გეგმავენ გააფართოვონ ვაჭრობა ენერგეტიკისა და ნედლეულის მიმართულებით.

„აშკარაა, რომ შედგა აზრთა საფუძვლიანი გაცვლა და სერიოზული საუბარი", - განაცხადა პუტინის პრესსპიკერმა, დმიტრი პესკოვმა.

ჩინეთის და რუსეთის ვიზიტთან დაკავშირებით, აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა განაცხადა, რომ სი ძინპინის მოსკოვში ვიზიტი ცხადჰყოფს ჩინეთის განზრახვას, რომ უზრუნველყოს "დიპლომატიურუ საფარი" უკრაინაში რუსეთის მიერ ჩადენილი სისასტიკისთვის.

„ის, რომ პრეზიდენტი სი რუსეთში გაემგზავრა მას შემდეგ, რაც საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლომ პრეზიდენტ პუტინის დაპატიმრების ორდერი გასცა, იმაზე მეტყველებს, რომ ჩინეთი საიმისოდ არ გრძნობს, რომ კრემლს დააკისროს პასუხისმგებლობა უკრაინაში ჩადენილი სისასტიკისთვის და იმის ნაცვლად, რომ დაგმოს ის, ურჩევნია მოსკოვისთვის დიპლომატიური საფარი უზრუნველყოს, რათა რუსეთმა განაგრძოს სისასტიკეების ჩადენა", - თქვა ბლინკენმა.

ამ განცხადების საპასუხოდ, რუსულ მედიაში აქტიურად იწერებოდა სტატიები იმის შესახებ, თუ „რაოდენ შეშინებულია დასავლეთი სი ძინპინის მოსკოვში ვიზიტით", მაგრამ არც დასავლეთსა და რუსეთში ანალიტიკოსები რაიმე განსაკუთრებულ სიახლეს არ მოელიან.

დიპლომატი და ანალიტიკოსი, ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი ირაკლი მენაღარიშვილი „რეზონანსთან" საუბრისას ამბობს, რომ ჩინეთის მიერ წარდგენილი სამშვიდობო გეგმა მხოლოდ ფორმალობაა და ის მინსკის შეთანხმების ახალი ვერსიაა, რომლითაც მოგებული მხოლოდ მოსკოვი რჩება.

„სი ძინპინის მოსკოვში ვიზიტს განსაკუთრებული შედეგი არ ჰქონია, რადგან მხარეებს შორის დიალოგი მხოლოდ მათი ინტერესებიდან გამომდინარე შედგა.

ამის გარდა, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ბლინკენის განცხადება გარკვეულწილად სიმართლეს შეესაბამება, რადგან ჩინეთის მიერ ვიზიტისას წარდგენილი სამშვიდობო გეგმა, ძალიან ჰგავს მინსკის დოკუმენტს, სადაც საუბარი საერთოდ არაა უკრაინიდან რუსეთის ჯარის გაყვანაზე და მხოლოდ კონსულტაციების დაჩქარებულად დაწყებას მოიაზრებს.

აღსანიშნავია ისიც, რომ სი ძინპინი პუტინს შეჰპირდა სამხედრო თვალსაზრისით დახმარებას, აქედან გამომდინარე, ვიზიტის არსი მხოლოდ რუსეთისა და ჩინეთის კეთილდღეობას წარმოადგენდა," - განაცხადა ირაკლი მენაღარიშვილმა „რეზონანსთან".

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×