ნაზი ბერიძე
24.05.2023

კვამლი ყირიმის (ქერჩის) ხიდის მიმდებარე ტერიტორიაზე 24 მაისს, დილით გამოჩნდა, რუსები ამტკიცებენ, რომ ეს წვრთნების გამო იყო. სამხედრო ექსპერტი ვახტანგ მაისაია, „რეზონანსთან" აცხადებს, რომ მოსალონელია უკრაინის მხრიდან მორიგი თავდასხმა ხიდზე, თუმცა, როდის, ეს უცნობია და კატეგორიულად გამორიცხავს წვრთნების ჩატარებას.

„ყირიმის ხიდი დაკეტილია ჩატარებული წვრთნების გამო"-აღნიშნა რუსეთის მიერ დანიშნულმა „ყირიმის რესპუბლიკის" ე.წ. ხელმძღვანელმა სერგეი აქსენოვმა.

გამოცემა პრავდას ინფორმაციით, აქსენოვმა განაცხადა, რომ მოძრაობა ხიდზე მალე აღდგებოდა და მოითხოვა მხოლოდ რუსების მიერ გარცელებული ცნობები გამოეყენებინათ სანდო წყაროდ. მალე, 11:00 საათზე პროპაგანდისტებმა გაავრცელეს ინფორმაცია, რომ ყირიმის ხიდზე მოძრაობა აღდგა, ვარჯიში დასრულდა და კვამლი გაქრა.

ხელისუფლებას არ განუმარტავს თუ რა წვრთებზე იყო საუბარი და არც მოსახლეობა გაუფრთხილებია.

როიტერის ცნობით, მას შემდეგ რაც რუსეთის მიერ აშენებული ყირიმის ხიდი, რომელიც ყირიმის ნახევარკუნძულს რუსეთის კრასნოდარის რეგიონთან აკავშირებს, რამდენიმე საათის განმავლობაში დაკეტილი იყო "ვარჯიშებისთვის," ადგილობრივმა რადიოსადგურმა Yოუთუბე-ზე გამოაქვეყნა ვიდეო, რომლის გადამოწმება „როიტერმა" ვერ შეძლო, სადაც ჩანს, რომ თეთრი კვამლი ამოდის ხიდის მთავარი ცენტრალური ნაწილიდან და უფრო მეტი კვამლი ამოდის ხიდის ერთ-ერთი მისადგომიდან.

19 კილომეტრიანი საგზაო და სარკინიგზო ხიდი გასული წლის ოქტომბერში, თავდასხმის დროს, აფეთქების შედეგად დაზიანდა, რომელიც კრემლის თქმით, უკრაინის უსაფრთხოების ძალების მიერ იყო მოწყობილი. მაგრამ უკრაინას ეს ინფორმაცია არ დაუდასტურებია.

სამხედრო ექსპერტი ვახტანგ მაისაია „რეზონანსთან" აცხადებს რომ უკრაინამ შეიძლება მორიგი თავდასხმა განახორციელოს ყირიმის ხიდზე.

„სავსებით შესაძლებელია, იმიტომ რომ უკრაინელებს გააჩნიათ საკმაოდ ეფექტური სადაზვერვო დივერსიული ჯგუფები, რომლებსაც შეუძლიათ განახორციელონ სამხედრო დივერსია ამ ხიდზე და ასევე მათ შეუძლიათ, ზალპური სარაკეტო საზენიტო სისტემებითაც მისწვდნენ.

„კვამლი შეიძლება დაკავშირებული იყოს იმასთან, რომ იმუშავა უკრაინიდან გაშვებულმა სარაკეტო ბალისტიკურმა სისტემამ.

რაც შეეხება რუსულ ვერსიას რომ იქ წვრთნები იყო, მაისაია გამორიცხავს რომ წვრთნები ყოფილიყო სიახლოვეს.

„თან სამხედრო მოქმედებების ზონაშია და ტაქტიკურად ასეთი რაღაცეები წვრთნების პერიოდში, არა მგონია რომ რუსეთს გაერისკა" - განაცხადა „რეზონანსთან" ვახტანგ მაისაიამ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×