ლაშა გელოვანი
11.11.2024

ფოტო: გიტანას ნაუსედა: „ეს არ არის რაღაც პერსონალური. ეს არის ბევრად უფრო სერიოზული, რაც დაკავშირებულია იმასთან, რომ ბევრი  პრობლემები შეგვექმნება აქტიური და ეფექტური საგარეო პოლიტიკის განხორციელებაში“

11 ნოემბერს თბილისში ევროკავშირის რამდენიმე ქვეყნის პარლამენტების საგარეო ურთიერთობათა კომიტეტების თავმჯდომარეთა დელეგაცია ჩამოვა. მათი მიზანი „ქართველი ხალხის ევროპული არჩევანის“ მხადრაჭერაა. საინტერესოა, რომ ზოგიერთ მათგანისათვის ამ სტატუსით ეს ბოლო ვიზიტია, რადგანაც მათ მალე დაკავებული თანამდებობის დატოვება  უწევთ.

ისევე როგორც საქართველოში, გასულ თვეში ლიეტუვაშიც საპარლამენტო არჩევნები გაიმართა. 13 და 27 ოქტომბერს, ორ ეტაპად, სეიმის 141 წევრი აირჩა, აქედან 71 მაჟორიტალურ ოლქში.

გამარჯვება ლიეტუის სოციალ-დემოკრატიულმა პარტიამ მოიპოვა. მან 19.32% მიიღო და 13-ით მეტი - 52 მანდატი მოიპოვა. 

მმართველმა პარტიამ 28  მანდატი მოიპოვა და მხოლოდ მეორე ადგილზე გავიდა. მათ, წინა მოწვევის სეიმთან შედარებით, 22-ით ნაკლები დეპუტატი  ეყოლებათ. „სამშობლოს კავშირი - ლიეტუვის ქრისტიან-დემოკრატების“ ლიდერმა გაბრიელიუს ლანდსბერგისმა დამარცხება აღიარა და „სოციალ-დემოკრატებს“ გამარჯვებაც მიულოცა.

მეოთხე ადგილი 14 მანდატით დემოკრატიულმა კავშირმა „ლეიტუვასთვის“ დაიკავა. რაც ყველაზე საინტერესოა, მესამეზე, 20 დეპუტატის ადგილით, ე.წ. პოპულისტური პარტია  „ნემანის განთიადი“ გავიდა, რომლის ლიდერი რემიგიუს ზემაიტატისიც ანტისემიტური გამონაქვამებითაა ცნობილი.

ლიეტუვის საკონსტიტუციო სასამართლომ უკვე დაადგინა, რომზემაიტაითისმა უხეშად დაარღვია კონსტიტუცია და სეიმის დეპუტატის დადებული ფიცი.  გარდა ამისა, სასამართლოშია სისხლის სამართლის საქმე, რომელშიც პოლიტიკოსსსაჯარო დაშინება, ადამიანთა ჯგუფის უპატივცემულობა და ებრაელი ხალხის მიმართ სიძულვილის გაღვივება ედება ბრალად. 

ფოტო: პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი გინტაუტას პალუცკასი (მარცხნივ) „ნემანის განთიადის“ ლიდერრემიგიუს ზემაიტატისთან (ცენტრში) ერთად

თავის მხრივ ზემაიტაიტისი უარყოფსანტისემიტიზმში ბრალდებებს და ამტკიცებს, რომ მისი სოციალური მედიის პოსტები აკრიტიკებდა ისრაელის სახელმწიფოს და არ გამოხატავდა სიძულვილს ებრაელი ხალხის მიმართ.

სოციალ-დემოკრატების სკანდალური გადაწყვეტილება

თუმცა, სკანდალმა მას შემდეგ იფეთქა, რაც პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა გინტაუტას პალუცკასმა მმართველი კოალიციის შექმნის შესახებ განაცხადა. სოციალ-დემოკრატებმა მასში „ნემანის განთიადი“ და დემოკრატიულმა კავშირმა „ლიეტუვასთვის“ მიიწვიეს.

ამ სიახლემ ლიეტუვის პრეზიდენტის, გიტანას ნაუსედას აღშფოთება გამოიწვია. 

მისი განცხადებით, ვერ ხედავს ნემუნასის პარტიის ხელმძღვანელის  რემიგიუს ზემაიტატისის ახალ მთავრობაში მუშაობის შესაძლებლობას, რადგან ამან შექმნას პრობლემები შეიძლება „აქტიური და ეფექტური" საგარეო პოლიტიკის განხორციელებაში.

„ზემაიტაიტისთან დაკავშირებით ჩემი პოზიცია უკვე გამოვხატე და იგი არ  შეცვლილა - მე ვერ ვხედავ რაიმე შესაძლებლობას, რომ ზემაიტაიტისმა იმუშაოს მთავრობაში. ეს არ არის რაღაც პერსონალური. ეს არის ბევრად უფრო სერიოზული, რაც დაკავშირებულია იმასთან, რომ ბევრი  პრობლემები შეგვექმნება აქტიური და ეფექტური საგარეო პოლიტიკის განხორციელებაში“, - განაცხადა ნაუსედამ.

ლიეტუვაში ახალი მთავრობის შემადგენლობის გამოცხადება ასევე გააკრიტიკა ისრაელის საელჩომ. 

„ისრაელი ყოველთვის მიიჩნევდა, რომ ანტისემიტური შეხედულებების მქონე პოლიტიკური ფიგურები არ უნდა იყვნენ რომელიმე ძირითადი პოლიტიკური ძალის ნაწილი. ევროპაში შეინიშნება ანტიტემიტიზმის ზრდა, განსაკუთრების კი ბოლო დღეებში. ანტისემიტურ დისკურსს არავის არ უნდა მისცეს ლეგიტიმაცია მოკლევადიანი პოლიტიკური მიზნებისთვის“, - ნათქვამია საელჩოს განცხადებაში.

მათივე განცხადებით, ანტისემიტიზმის პრობლემა არ არის და არ უნდა იყოს მხოლოდ ისრაელის საზრუნავი.

„დარწმუნებულნი ვართ, რომ ანტისემიტიზმი და მისი ახალი ფორმა - თავდასხმები ისრაელზე - ძირს უთხრის მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ჩამოყალიბებულ ევროპულ საფუძვლებს. ჩვენ გვჯერა, რომ ლიეტუვის მტკიცე ვალდებულებაა ებრძოლოს ყველა სახის ანტისემიტიზმს, განურჩევლად პოლიტიკური გარემოებისა. ჩვენ ვიქნებით ლიეტუვის პარტნიორები ამ ძალისხმევაში“, - წერენ ისრაელი დიპლომატები.

ამერიკის ებრაული კომიტეტი, რომელიც შეერთებულ შტატებში მდებარეობს, ასევე მოუწოდებს ლიეტუვის პოლიტიკურ ძალებს, საპარლამენტო არჩევნების შემდეგარ ითანამშრომლონ რემიგიუს ზემაიტაიტისთან და მის პარტიასთან.

„თუ ყველა ძირითადი პარტია ემორჩილება დემოკრატიულ და ევროპულ ღირებულებებს, მათ უარი უნდა თქვან ამ ექსტრემისტულ პარტიასთან მთავრობის შექმნაზე“, - აცხადებენ ამერიკის ებრაული კომიტეტში.

საინტერესოა, რომ ლიეტუვის სოციალ-დემოკრატიული პარტიის  ყოფილმა თავმჯდომარემ, ევროპარლამენტარმა ვიტენის პოვილას ანდრიუკაიტისმა გააკრიტიკა თავისი პარტიის გადაწყვეტილება „ნემანის განთიადთან“ ახალი მმართველი კოალიციის შექმნის შესახებ.პოლიტიკოსის თქმით, სოციალ-დემოკრატები ამომრჩევლებს დაპირდნენ, რომ „ნემანის განთიადთან“ არავითარ შემთხვევაში არ ითანამშრომლებდნენ.

ფოტო:  სენატორი ბენ კარდინი: „ლიეტუველი სოციალ-დემოკრატების გადაწყვეტილება - შექმნან კოალიცია ანტისემიტიზმსა და სიძულვილში ბრალდებული „ნემანის განთიადის“ პარტიასთან - არღვევს ფუნდამენტურ ღირებულებებს, რომლებიც აერთიანებს ჩვენს ქვეყნებს“

ლიეტუვაში სამთავრობო კოალიციის ფორმირების კრიტიკაში „მძიმე არტილერიაც“ ჩაერთო: აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ბენ კარდინმა დაგმო ახალი მთავრობაში ანტისემიტიზმში ბრალდებული „ნემანის განთიადის“ მმართველ კოალიციაში მიწვევა. მისი მტკიცებით, ეს არღვევს ფუნდამენტურ ღირებულებებს, რომლებიც აერთიანებს ლიეტუვას და აშშ-ს.

პარასკევს გამოქვეყნებულ განცხადებაში დემოკრატმა ბენ კარდინმა, აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, განაცხადა, რომ „ლიეტუვა არის შეერთებული შტატების ახლო მოკავშირე და სასიცოცხლო პარტნიორი დემოკრატიული ღირებულებების გავრცელებაში, მაგრამ „ლიეტუველი სოციალ-დემოკრატების გადაწყვეტილება - შექმნან კოალიცია ანტისემიტიზმსა და სიძულვილში ბრალდებული „ნემანის განთიადის“ პარტიასთან - არღვევს ფუნდამენტურ ღირებულებებს, რომლებიც აერთიანებს ჩვენს ქვეყნებს“.

განცხადებაში სენატორი ბენ კარდინი ხაზს უსვამს, რომ ანტისემიტური რიტორიკისათვის ასეთი პლატფორმის მიცემა „არ არის მხოლოდ საერთო დემოკრატიული იდეალების ღალატი, არამედ ფიზიკური საფრთხე ებრაული საზოგადოების უსაფრთხოებისთვის“.

ლიეტუვის სოციალ-დემოკრატიული პარტიის თავმჯდომარე ვილია ბლინკევიჩიუტე: „ასეთი მმართველი კოალიციის შექმნა, პირველ რიგში, ხალხის ხმებს ეფუძნება. რაც მთავარია, ეს გადაწყვეტილება ეფუძნება სოციალ-დემოკრატიულ ღირებულებებს, რომლებიც მოიცავს ხალხის საჭიროებებზე რეაგირების აუცილებლობას.“

ლიეტუვის სოციალ-დემოკრატიული პარტიის თავმჯდომარე ვილია ბლინკევიჩიუტეარ ეთანხმება კრიტიკას და აცხადებს, რომდემოკრატიულკავშირთან„ლეიტუვასთვის“ და „ნემანის განთიადთან“ მმართველი კოალიციის  შექმნის  გადაწყვეტილება საპარლამენტო არჩევნებზე ამომრჩეველთა ხმებს ეფუძნება.

პარტიის საბჭოს სხდომაზე გამოსვლისას პოლიტიკოსმა უგულებელყო საერთაშორისო კრიტიკა ანტისემიტიზმში ბრალდებული რემიგიუს ზემაიტატისის კოალიციაში მიწვევის გამო. მან მხოლოდ განმარტა, რომ პოლიტიკა კომპრომისის ხელოვნებაა:

„მემარცხენე-ცენტრისტულ მმართველ კოალიციას - სოციალ-დემოკრატებს, ლიეტუვის დემოკრატიულ კავშირს და „ნემანის განთიადს“ ნახევარ მილიონზე მეტმა ამომრჩეველმა მისცა ხმა. ასეთი მმართველი კოალიციის შექმნა, პირველ რიგში, ხალხის ხმებს ეფუძნება. რაც მთავარია, ეს გადაწყვეტილება ეფუძნება სოციალ-დემოკრატიულ ღირებულებებს, რომლებიც მოიცავს ხალხის საჭიროებებზე რეაგირების აუცილებლობას.“

სოციალ-დემოკრატების ლიდერის თქმით, პოლიტიკაში მარტივი გადაწყვეტილებები არ არსებობს, მაგრამ პოლიტიკა კომპრომისის ხელოვნებაა. ის ამბობს, რომ მმართველ კოალიციასთან დაკავშირებით სხვადასხვა მოსაზრებებს ისმენს, თუმცა ხაზს უსვამს, რომ კოალიციური შეთანხმება შეიცავს დებულებას, რომ თუ კოალიციის რომელიმე წევრი პასუხისმგებელია, მაშინ ასეთმა პარლამენტარმა იმუნიტეტი უნდა მოხსნას. ვილია ბლინკევიჩიუტემ ამტკიცებს, რომ კოალიციის შექმნის სხვა შესაძლებლობა არ არსებობდა.

რა ბედი ეწევა პავილიონისს

ლიეტუვის ახალი მოწვევის სეიმის პირველი სხდომა 14 მოემბერსაა ჩანიშნული. მმართველი კოალიციის არსებობის პირობებში, პარლამენტი სწრაფად შეძლებს კომიტეტების ფორმირებას და მთავრობის დამტკიცებას. 

ხოლო იმის გათვალისწინებით, რომ საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის მოქმედი თავმჯდომარის, ჟიგიმანტას პავიოლიონისის პარტია .„სამშობლოს კავშირი - ლიეტუვის ქრისტიან-დემოკრატები“ არჩევნებში დამარცხდა და ოპოზიციაშია, დიდი ალბათობით, მის ადგილს მმარტველი კოალიციის წარმომადგენელი დაიკავებს.

უახლოეს მომავალში პავიოლიონისი შეიძლებაკვლავ ვიხილოთ საქართველოში, მაგრამ მხოლოს სეიმის წევრის სტატუსით.

იგივე შეიძლება ითქვას გერმანიის ბუნდესტაგის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე მიხაელ როთის შესახებ.გერმანიაში მმართველი კოალიციის დაშლის შემდეგ, ახალი არჩევნები მომავალი წლის აპრილამდე უნდა გაიმართოს. რეიტინგების მიხედვით, პირველ ადგილს ქრისტიან-დემოკრატები დაიკავებენ, სოციალ-დემოკრატები კი მხოლოდ მეორე ადგილისთვის თუ იბრძოლებენ და შესაბამისად,გერმანიის ბუნდესტაგის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე მიხაელ როთის ბედი ჯერ-ჯერობით გაურკვეველია.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×