რეზონანსი
09.01.2025

აშშ-ს პრეზიდენტის პრტენზიას გრენლანდიასა და პანამის არხზე კონტროლის მოსაპოვებლად დანია გერბის შეცვლით პასუხობს. ამას გარდა, ამერიკის არჩეული პრეზიდენტი კანადას ამერიკის 51-ე შტატად მოიაზრებს და ტერიტორიული გაფართოების საჭიროებაზე საუბრობს. განცხადების შემდეგ, კანადის პრემიერმა ტრამპს მკაფიოდ უპასუხა, რომ „კანადა კანადელებისაა".

აშშ-ს ახლად არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჟურნალისტებთან საუბრისას ხაზგასმით ახსენა, რომ გრენლანდია და პანამა აშშ-სთვის ეკონომიკური სტაბილურობის მნიშვნელოვანი ბერკეტებია, შესაბამისად, ის არ გამორიცხავს სამხედრო ძალის გამოყენებას. შეხვედრაზე გაჟღერებულ კითხვას, გამოიყენებდა თუ არა ამერიკა „სამხედრო ან ეკონომიკური იუძლებას" ამ ტერიტორიების მოსაპოვებლად, ტრამპმა უპასუხა -„არა".

ჟურნალისტებთან საუბრის დროს ტრამპმა ახსენა დანიაც. მისი თქმით, არავინ იცის დანიას გრენლანდიაზე რა იურიდიული უფლებები აქვს.

ტრამპის განცხადებას დანიის მეფისგან საპასუხო ნაბიჯი მოჰყვა - დანიამ გერბი შეცვალა. გერბის ახალ ვერსიაში დანიის სამეფოს ავტონომიური რეგიონების -ფარერების კუნძულებისა და გრენლანდიის სიმბოლოებია გამოკვეთილი. დანიის პრემიერმა მეტე პრედერიკსენმა ადრე უარყო, რომ ტრამპმა კუნძულის შესყიდვის წინადადება გააჟღერა. „გრენლანდია გრენლანდიელებს ეკუთვნის" - ხაზგასმით თქვა მან და აღნიშნა, გრენლანდიელებისგან მხარდაჭერა აქვს, რომ ეს კუნძული არ გაიყიდება და მსგავსი რამ არც მომავალში განიხილება.

პარალელურად ინტერნეტსივრცეში ვირუსულად გავრცელდა მემი „გახადეთ გრენლანდია ისევ დიადი...", რაც არაორაზროვანი ალუზიაა ტრამპის საარჩევნო ლოზუნგზე - „გახადეთ ამერიკა ისევ დიადი".

ამერიკის ახლადარჩეულმა პრეზიდენტმა ბოლო კვირებში განსაკუთრებით გააძლიერა რიტორიკა, რომ აშშ ტერიტორიულად უნდა გაფართოვდეს. მინერალებით მდიდარი არქტიკული კუნძული და ცენტრალური ამერიკის სავაჭრო გზა არაერთხელ ახსენა.

ამასთან ერთდ ტრამპმა სამშაბათს გამოაქვეყნა რუკა, სადაც კანადა აშშ-ის ნაწილია. მან რამდენიმე დღის წინ ახსენა, რომ თუ კანადა აშშ-ს შეუერთდებოდა, არ იქნებოდა ტარიფები, გადასახადები მნიშვნელოვნად შემცირდებოდა და ისინი სრულად იქნებოდნენ დაცული რუსული და ჩინური საფრთხისგან.

ჯასტინ ტრუდომ, კანადის მაშინდელმა პრემიერმა, კი უპასუხა, რომ „კანადა არასდროს იქნება ამერიკის შეერთებული შტატების ნაწილი".

დონალდ ტრამპის განცხადებას, რომ მექსიკის ყურეს „ამერიკის ყურეს" დაარქმევს, მექსიკის პრეზიდენტი გამოეხმაურა. კლაუდია შეინბაუმმა ოთხშაბათს დონალდ ტრამპს აშშ-ს ახალი სახელი შესთავაზა - „ამერიკის მექსიკა". მექსიკის პრეზიდენტის თქმით, ეს აშშ-ს ისტორიული სახელია და განმარტა, რომ ეს იყო ამ ტერიტორიის ტერიტორიის სახელი 1607 წელს ევროპულ რუკაზე.

„რატომ არ ვუწოდებთ მას მექსიკის ამერიკას. ლამაზად ჟღერს, არა? ასე არ არის?" -თქვა ირონიით პრეზიდენტმა.

ავტორი: მარიამ ვეკუა

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×