მარიამ ვეკუა
20.01.2025

უკრაინა ფრონტზე ცვლილებებს გეგმავს, ადგილობრივ მედიასთან შეიარაღებული ძალების მთავარსარდალი ამბობს რომ „მხოლოდ თავდაცვით ბრძოლის მოგება შეუძლებელია". აღნიშნავს რომ უკრაინამ უნდა გამოიყენოს ის, რაშიც უპირატესობა აქვს, საჭიროა საჰაერო თავდაცვის სისტემის დახვეწა, რაც მოიცავს უპილოტო აპარატებსა და რობოტულ პლათფორმებს.

მედიასთან საუბრის დროს შეიარაღებული ძალების მეთაურმა ალექსანდრე სირსკიმ აღნიშნა, რომ თავდაცვითი ომის მოგება შეუძლებელია.

„რა თქმა უნდა, თავდაცვაში ყოფნით ომის მოგება შეუძლებელია. რამდენადაც თავს დაიცავ, იმდენად უკან დაიხევ. ჩვენ კი იძულებულნი ვართ შევინარჩუნოთ თავდაცვა და შევინარჩუნოთ ჩვენი ძალები ფრონტის მთელ ხაზზე," - განაცხადა სირსკიმ უკრაინულ მედიასთან ინტერვიუში.

ალექსანდრე სირსკის თქმით, უკრაინას აქვს შესაძლებლობა, გადავიდეს ახალ სტრატეგიაზე და ფრონტზე ადგილი არ დაკარგოს. ინტერვიუში ხაზგასმით აღნიშნავს, რომ საჰაერო თავდაცვის სისტემის შექმნა უკრაინას ფრონტზე წარმატებას მოუტანს.

„ჩვენ პირველები ვიყავით მსოფლიოში, ვინც შევქმენით უპილოტო სისტემების ძალები. ამჟამად ვქმნით უპილოტო აპარატების შემადგენელ ნაწილებს. აქტიურად ვავითარებთ რობოტულ პლატფორმებს, ვავითარებთ სახმელეთო საბრძოლო პლატფორმებს," - აღნიშნა სირსკიმ.

„რეზონანსთან" ანალიტიკოსი ვახტან მაიასაია ამბობს, რომ უკრაინას სამხედრო ოპერატიული ცვლილება მოუწევს და სავარაუდოა რომ უკრაინამ დაიწყოს ახალი პოზიციების დაკავება ფრონტზე,

„უკრაინას მოუწევს სტრატეგიის ცვლილება, სამხედრო ოპერატიული მიმართულებით, რომ ვითარება გააუმჯობესოს ფრონტზე, სავარაუდოა რომ გაამყარებენ თავდაცვის ზღუდეებს. ვფიქრობ, ტრამპი გააგრძელებს უკრაინის სამხედრო დახმარებას, მაგრამ ამავდროულად, შეეცდება მდგომარეობის განამუხტვას, მხოლოდ ტრამპის უარი ან თანხმობა არაფერს შეცვლის, დიახ, პეზიდენტია, მაგრამ სისტემას აქვს ბერკეტები, რომელსაც მხოლოდ ტრამპი ვერ /არ დაარღვევს, თუმცა ტრამპმა, თვითონაც აღნიშნა რომ გააგრძელებს გარკვეული სამხედრო დახმარების გადაცემას უკრაინისთვის, ამიტომ სავსვებით შესაძლებელია, მან ბაიდენის კურსი გააგრძელოს"-აღნიშნა ვახტანგ მაისაიამ.

 

 

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×