მარიამ ვეკუა
03.02.2025

აშშ-ს 47-ე პრეზიდენტის დონალდ ტრამპის მუქარა ევროკავშირთან სავაჭრო ომის დაწყებასთან დაკავშირებით ისევ ძალაშია, ტრამპი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ტარიფების გაზრდას „აბსოლუტურად აპირებს", ევროკავშირი კი მზადაა შესაბამისი ზომები მიიღოს, მეორე მხრივ პეკინიც ემზადება „კონტრშეტევისთვის", რადგან ვაშინგტონმა პეკინს ტარიფები გაუზარდა.

დონალდ ტრამპმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ევროკავშირისთვის ტარიფების გაზრდას აპირებს, ამის შესახებ ინფორმაციას ტრამპი რამდენიმე თვის წინაც ავრცელებდა, ხაზგასმით ამბობდა, რომ „ევროკავშრი ცუდად ექცევა აშშ-ს", თუმცა, დაპირებული ანონსი შეესაბამებოდა თუ არა რეალობას, მხოლოდ რამდენიმე დღის წინ გახდა ცნობილი.

"ვაპირებ თუ არა ევროკავშირისთვის ტარიფების დაწესებას? მართალი პასუხი გინდათ თუ პოლიტიკური პასუხი გაგცეთ? აბსოლუტურად, აბსოლუტურად" - უთხრა ტრამპმა ერთ-ერთ ჟურნალისტს.

ტრამპმა ჯერ კიდევ დეკემბერში სოციალურ ქსელში დაწერა, რომ „ძალიან მნიშვნელოვანი რაღაცის გაკეთებას გეგმავს" და ევროკავშირი თუ მეტ ამერიკულ ნავთობსა და აირს არ იყიდის „ტარიფები წამოვიდოდა".

კაია კალასმა,ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში, ევროკავშირის ლიდერების არაფორმალური შეხვედრის წინ ბრიუსელში ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ევროკავშირიც მზადაა შესაბამისი პასუხისთვის. „ცხადია ის, რომ სავაჭრო ომებში გამარჯვებულები არ არსებობენ"-განაცხადა კალასმა.

ევროკავშირის ლიდერები აცხადებენ, რომ ბლოკი მზადაა საპასუხო ქმედებებისთვის, თუ ტრამპი მუქარას შეასრულებს.

თუ ევროპას ვაჭრობის კუთხით თვს დაესხმებიან, მოუწევს რეაგირება მოახდინოს"-განაცხადა საფრანგეთის პრეზიდენტმა.

გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლციც თვლის, რომ ნებისმიერ ტარიფი „ცუდი იქნება როგროც აშშ-სთვის, ისე ევროპისთვის", ტრამპის მუქარას ეხმიანება ფინეთი, პოლონეთი, დანია, ლუქსემბურგი, ირლანდია- ისინი მზადყოფნას გამოთქვამენ ტრამპთან მოსალაპარაკებლად და ხაზგასმით აღნიშნავენ, რომ ომის დაწყება არ სურთ, რადგან ეს მნიშნელოვან გამოწვევას შეუქმნის ევროკავშირის ქვეყნებსაც.

„თუ აშშ სავაჭრო ომს დაიწყებს, ის, ვინც გაიცინებს ჩინეთი იქნება"

ტრამპის მიერ დაანონსებული ტარიფები ჩინეთის მიმართაც ოფიციალურად ამოქმედდა. აღსანიშნავია, რომ ჩინეთთან ერთად მექსისაკაც აშშ-ის ტერიტორიაზე პროდუქციის შეტანისას დამატებით10-25%-იანი ტარიფების გადახდა მოუწევს.

განცხადების კვალდაკვალ, ჩინელი ოფიციალური პირები - რომლებიც დაზარალდნენ ტრამპის ამ ნაბიჯით პირობა დადეს, რომ შეიტანენ საჩივარს მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში და "მიიღებენ შესაბამის კონტრზომებს", თუმცა არ დაუზუსტებიათ რა ფორმით

პეკინის გადაწყვეტილება, უჩივლოს ახალი ტარიფების გამო, ხაზს უსვამს ჩინეთის კომუნისტური პარტიის პროპაგანდისტების მთავარ გზავნილს: ჩინეთი თამაშობს გლობალური წესებით, ხოლო აშშ არის ის, ვინც ამას არ აკეთებს.

ჩინეთი ხედავს "ტრამპს, როგორც ადამიანს, ვისთანაც მათ შეუძლიათ მოლაპარაკება, რომ მოლაპარაკების ადგილი არსებობს", - აღნიშნა ლონდონის ეკონომიკის სკოლის ასოცირებულმა პროფესორმა კეიუ ჯინმა.

„შესაძლოა, მოკლევადიან პერიოდში გვქონდეს გარკვეული სირთულეები, და ხალხი ამას აცნობიერებს, მაგრამ გრძელვადიან პერსპექტივაში, შეერთებული შტატები პრაქტიკულად ყველა ქვეყანამ გამოიყენა და ვაპირებთ, ეს შევცვალოთ", - განაცხადა ტრამპმა.

„არ ველოდები რაიმე დრამატულ ცვლილებებს. მათ დიდი თანხა მართებთ ჩვენი და დარწმუნებული ვარ, გადაიხდიან", - განაცხადა ტრამპმა.

საქართველოს სტრატეგიული ანალიზის ცენტრის, გეოპოლიტიკური კვლევების ხელმძღვანელმა, ვახტანგ მაისაიამ „რეზონანსთან" საუბრისას განაცხადა, რომ ტრამპის პოლიტიკამ შესაძლოა ჩინეთი ერთ-ერთი გამოკვეთილი ლიდერი გახადოს და საუბრობს ვაშინგტონსა და ბრიუსელს შორის დაპირისპირების მიზეზებზეც.

„დღეს, როგორც ჩანს, ტრამპი არ გამორიცხავს გლობალურ სავაჭრო ომს, რადგან მან ფაქტობრივად დაშალა, „გლობალიზაციის აკვანი"- დაშალა მექსიკასთან და კანადასთან, თავისუფალი სავაჭრო ზონის ხელშეკრულება.

ამერიკული წარმოების წახალისება და გარკვეულწილად, ამერიკული წარმოების ჰეგემონიზმი -აი ,ესაა დღევანდელი ტრამპის ამოსავალი წერტილი და ,ბუნებრივია, ეს ევროკავშირთან აჩენს გეოეკონომიკური ომის შესაძლებლობას, რომელიც ითვალსიწინებს ოპონირებული აქტორის ეკონომიკური პოტენციალის მაქსიმალურად შეფერხებას, საკუთარი ეკონომიკური სარგებლის მაქსიმალური მიღების ხარჯზე. სწორედ ამან გააღრმავა ბრიუსელსსა და ვაშინგტონს შორის ურთიერთობა.

ეს გეოპოლიტიკური ომის მახასიათებლებია:-ეკონომიკური სანქციები, სატარიფო მერკანტელისტური პოლიტიკის ჩატარება და ჩვენ დღეს ვხედავთ ამის კლასიკურ მაგალითს.

ტრამპმა, ფაქტობრივად, ევროკავშირსა და ჩინეთს გამოუცხადა გეოეკონომიკური ომი, იმიტომ რომ, ვიცით, ტარიფი 10%-ზე მეტია და გამოდის ყველა ეკონომიკურ სფეროს ეხება.

რაც შეეხება ჩინეთს, ჩინეთის პასუხიც შესაბამისი იქნება, ჩინეთი პირველ ადგილზეა ინვესტიციების პორთფოლიოს კუთხით, მეორე ადგილზეა ევროკავშირი და მესამე კანადა, როგორც ჩანს, ჩინეთიც გარკვეულ სატარიფო პოლიტიკას შემოიტანს ამერიკული პროდუქციის ჩინეთის ბაზარზე შემცირებასთან დაკავშირებით.

ყველაზე პარადოქსული ისაა, რომ ჩინეთის ეს კონტრპასუხი, პირდაპირ აისახება ამერიკის ეკონომიკაზე, მაგრამ ტრამპი აპირებს , როგორც ჩანს, ტექნოლოგიური პროექტების მოზიდვას და მასში ინვესტიციების ჩადებას.

გეოეკონომიკური ომის სტრატეგიაში ჩინეთი „აუცილებლად გახსნის ცეცხლს" ამერიკის მიმართულებით, რა თქმა უნდა, ეს აშშ-სთვის საკამოდ წამგებიანი იქნება, ასე რომ, ვერ გეტყვით რა სტრატეგია აქვს ტრამპს , თუმცა ფაქტია ჩინელები , შესაძლოა, გახდნენ გამოკვეთილი ლიდერები.

თუ დაიძაბება ურთიერთობა ვაშინგტონსა და ჩინეთს შორის, რატომაც არა, ეს ჩინეთს აწყობს, რადგან ჩინელები ჩანაცვლებენ ამერიკულ პპროდუქციას."-განაცხადა მაისაიამ.

 

 

 

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×