ტატა შოშიაშვილი
24.01.2021

ზაფხულის ოლიმპიური თამაშები შესაძლოა მეორედ ჩაიშალოს და იაპონიაში არ ჩატარდეს. ამის შესახებ ბრიტანული „თაიმსი" იუწყება იაპონიის მთვრობაში ანონიმურ წყაროზე დაყრდნობით. იაპონიის ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ ასეთი გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არ არის, თუმცა, არ უარყოფენ, რომ შესაძლოა ოლიმპიადის კიდევ ერთხელ გადადება შეიძლება მაინც მოუწიოთ.

„თაიმსის" წყაროს ცნობით, იაპონიის ხელისუფლებას ტოკიოში საზაფხულო ოლიმპიადის გაუქმების გადაწყვეტილება უკვე მიღებული აქვს და ამის საჯაროდ გამოცხადებისათვის ფორმალურ საბაბს ეძებს.

„არავის არ სურს ამის შესახებ პირველმა გააკეთოს განცხადება, რადგან ყველას ესმის, რომ ეს ძალიან რთულია", - განუცხადა მან „თაიმსს".

მისივე თქმით, ქვეყნის ხელისუფლება ასევე ეძებს გამოსავალს საიმისოდ, რომ მომავალში ოლიმპიადის ტოკიოში ჩატარების შესაძლებლობა შეინარჩუნოს.

საზაფხულო ოლიმპიადა 2020 წლის ზაფხულში უნდა ჩატარებულიყო, მაგრამ პანდემიის გამო 2021 წლისთვის გადაიტანეს და 23 ივლისიდან 8 აგვისტომდე პერიოდში უნდა გაიმართოს. ხოლო თუკი კოვიდ-19-ის დამარცხება იმ დრომდე ვერ მოხერხდებოდა, ოლიმპიადა მაყურებლების გარეშე ჩატარდება.

იაპონიის მთავრობამ უარყო „თაიმსის" ინფორმაცია ოლიმპიადის ხელმეორედ გადავადების შესახებ.

„მინდაკატეგორიულად უარვყო ეს ინფორმაცია, რომელიც არ შეესაბამება სიმართლეს. საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის მიერ დადასტურებული პროგრამის თანახმად, ვაგრძელებთ მზადების პროცესს 23 ივლისის ოლიმპიადისთვის", - განაცხადა იაპონიის მთავრობის ვიცე-პრემიერმა მანაბუ საკაიმ.

მისივე თქმით, ქვეყანა აგრძელებს მსოფლიოში კორონავირუსის პანდემიით გამოწვეული მდგომარეობისთვის თვალყურის მიდევნებას, თუმცა „იქამდე, სანამ თამაშების ჩატარების შესახებ საბოლოო გადაწყვეტილება არ იქნება მიღებული, მთავრობა აპირებს, რომ მოსამზადებელი პროცესი გააგრძელოს".

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2022 by Resonance ltd. . All rights reserved
×