ელზა პაპოშვილი
21.03.2021

ახალციხეში ახალგაზრდა ექთნის, მეგი ბაქრაძის  გარდაცვალებამ ქვეყანაში ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურ განწყობებს ახალი ბიძგი მისცა. ყველაზე დამაფიქრებელი ის გარემოებაა, რომ საქართველოში ყველაზე მეტი ანტივაქსერი მედიკოსებს შორის გვყავს. ახალციხის ტრაგედიის შემდეგ, რეგიონებში ვაქცინაცია პრაქტიკულად ჩაშლილია, თბილისში კი აცრის გაკეთების მსურველ ექიმთა რაოდენობა განახევრდა.

ია აბულაშვილი
21.03.2021

კლდისუბნის ღვთისმშობლის ეკლესია, რომელიც რაჭაში მდებარეობს, შუა საუკუნეების ქართული ხუროთმოძვრების ძეგლია. იგი მდინარე რიცეულას მახლობლად დაგას და ვახუშტი ბატონიშვილი ამ წყალს „სადმელის ხეობით“ მოიხსენებს. ეკლესია სამნავიანი ბაზილიკაა და ნაგებია შირიმის ქვით, რომელსაც ადგილობრივები პონტიკის ქვას უწოდებენ.

ელზა პაპოშვილი
21.03.2021

ინფექციონისტ ალექსანდრე გოგინავას თქმით, ძალიან ცუდია, როცა ქვეყანაში ვაქცინაციის პროცესი შეფერხდა და რეგიონებში ბოლო ორი დღეა, თითქმის ჩაიშალა. იგი კოლეგებს მიმართავს და ამბობს, რომ ვაქცინაციაზე უარის თქმა სამედიცინო პერსონალისგან უმძიმესი ფაქტი იქნება, რომლიც ძალიან ცუდ შედეგებს გამოიწვევს.

ქრისტინე კაპანაძე
21.03.2021

 ოპოზიციამ ახალი სამოქმედო გეგმა შეიმუშავა. „ნაცმოძრაობის" ერთ-ერთის ლიდერის, ზაალ უდუმაშვილის ცნობით, 15 მაისს პარლამენტთან მასშტაბური აქცია გაიმართება, მანამდე კი ოპოზიცია ყველა ქალაქსა და სოფელში ჩავა მოსახლეობის კეთილგანწყობის მოსაპოვებლად. ამ გეგმას არ იზიარებს „სტრატეგია აღმაშენებელი" და მის გადახედვას ითხოვს.

თამთა ჩაჩანიძე
20.03.2021

ხელისუფლებას მხოლოდ რუსთაველზე გამართული პერმანენტული და მრავალრიცხოვანი აქციები აშინებს და ოპოზიცია ერთჯერადი, თუნდაც მრავალრიცხოვანი პროტესტით პოლიტიკურ ამინდს ვერ შექმნის - ასე ეხმიანება ოპოზიციის გეგმებს შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში ყოფილი სახელმწიფო მინისტრი პაატა ზაქარეიშვილი.

თამთა ჩაჩანიძე
20.03.2021

ანალიტიკოსი ნიკა ჩიტაძე ოპოზიციას დაახლოებით ისეთი მოსამზადებელი კამპანიის ჩატარებას ურჩევს, როგორიც 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებისას გრიგოლ ვაშაძეს ჰქონდა. როგორც მან „რეზონანსს" განუცხადა, ასეთ შემთხვევაში 15 მაისის აქცია საკმაოდ ხალხმრავალი და შესაბამისად, კონკრეტული შედეგების მომტანი იქნება.

ელზა პაპოშვილი
20.03.2021

რუსთავში, მე-4 სკოლის მიმდებარედ, არასრუწლოვანმა გოგონამ თანატოლი ცივი იარაღით დაჭრა. გოგონებს შორის სიტყვიერი დაპირისპირება 19 მარტს ღამით, კომენდანტის საათის დროს მოხდა, რომელიც შემდეგ ჩხუბში გადაიზრადა.

თამთა ჩაჩანიძე
20.03.2021

ოპოზიცია რეგიონებში მცირემასშტაბიანი აქციების სერიას იწყებს და დაახლოებით 2 თვის შემდეგ, 15 მაისს პარლამენტის წინ შემაჯამებელ აქციას გამართავს. ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე ამას სწორ გადაწყვეტილებად აფასებს, თუმცა თუკი მათ ხალხის ქუჩაში გამოყვანა მაისშიც ვერ შეძლეს, ოპოზიცია ყველაფერს კარგავს და მათ შორის ადგილობრივ არჩევნებზე წარმატების პერსპექტივასაც.

თამთა ჩაჩანიძე
20.03.2021

„გირჩი" „ქართულ ოცნებასთან" ინდივიდუალურ მოლაპარაკებებს იწყებს, თუმცა როდის, ამაზე კონკრეტული თარიღი ჯერ არ იციან. „რეზონანსთან" პარტიის ერთ-ერთი ლიდერი იაგო ხვიჩია აცხადებს, რომ ამ ეტაპისთვის პარლამენტში შესვლა-არშესვლაზე საუბარი ჯერ არ იქნება, რადგან უპირველეს ყოვლისა მათი მიზანია გაიგონ მოლაპარაკებები რეალურად ვისი მიზეზით ჩაიშალა.

ელზა პაპოშვილი
19.03.2021

27წალის მედდის, მეგი ბაქრაძის გარდაცვალების შემდეგ, სულ უფრო აქტიურად მიმდინარეობს იმაზე დისკუსია, უნდა გაგრძლედეს თუ არა საქართველოში ვაქცინაციის პროცესი. ჯანდაცვის სამინისტრომ ამაზე უკვე გადაწყვეტილება მიიღო და ქვეყანაში ასტრაზენეკას ვაქცინის გაკეთება გაგრძელდება. 

ელზა პაპოშვილი
19.03.2021

ევროპიდან გადმოგდებული მაშველი რგოლი, რომელმაც შედეგი ვერ გამოიღო. ევროპული საბჭოს პრეზიდენტის  შარლ მიშელის წარმომადგენელი კრისტიან დენიელსონი 7 დღის განმავლობაში უშედეგოდ ცდილობდა, რომ ოპოზიცია და ხელისუფლება რაიმე შეთანხმებამდე მიეყვანა. მიშელის 6-პუნქტიანი გეგმის ირგვლივ შეთანხმება ვერაფერზე მოხდა. დენიელსონს ბოლო მცდელობა 18 მარტს ჰქონდა, რაც  10 საათის განმავლობაში გაგრძელდა, თუმცა დამარცხდა. მოლაპარაკებიდან გამოსულმა კი თქვა, რომ ყველაფერს შარლ მიშელს დეტალურად მოახსენებს. 

თამთა ჩაჩანიძე
19.03.2021

რუსეთის პრეზიდენტი აშშ-ს პრეზიდენტს დისკუსიების პირდაპირ ეთერში გამართვას სთავაზობს, რაზეც ექსპერტი უსაფრთხოების საკითხებში ვახტანგ მაისაია „რეზონანსთან" ამბობს, რომ ამით ფაქტიურად ვლადიმირ პუტინმა ჯო ბაიდენი დუელში გაიწვია.


Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×