რეზონანსი
16.04.2021

მსახიობი ბესო ზანგური, მას შემდეგ რაც ყოფილმა ცოლმა ძალადობაში ამხილა, კოლეგებს მიმართავს. ზანგური წერს, რომ მათ მხარი არ დაუჭირეს, რის გამოც გულნატკენი და იმედგაცრუებულია.

"მადლობა ძალებს, რომელთაც სიმართლის ძალა გამონახეს… მადლობა განგებას, რომ დედა გათიშულია და ვერ ხედავს ყოველივეს…

მთელი ეს დღეები, მე და ჩემს ცოლს საშინელი დარტყმების ქვეშ გვიწევს ბავშვებისთვის იგივე, მშვიდი და მოსიყვარულე გარემოს შექმნა და ზურგი დაგვისისხლიანა ნასროლმა ისრებმა! არავინ, თუნდაც სიტყვით, არ ამხნევებდა ჩემს უღირსეულეს გოგოს, რომ გადაეტანა ეს ცილისწამება! მეგობართ, სტუდიაში ეტყობა ამცნეს, რომ დაკითხვააა და გაეხარდათ ზოგიერთ ვაი მეგობარს - დაჭერაში აგერიათ, პატარებო ! ასე არაა, დამიჭირო. გაგიმეოროთ ჩემი სახელი და გვარი? თქვენგან განსხვავებით, მხოლოდ ასოებისგან არ შედგება ჩემი პიროვნება! ეგონათ დამაკავეს და წერეს სტატუსები კაცმან, თუ ქალმან მოყვანილი ამა თუ იმ კლასიკოსით…

პატარები ხართ… გული მატკინეთ! მერამდენედ… სულ ტყუილად! განა არ იცით, რომ არ ვარ მოძალადე? იცით, მაგრამ… ქართველები ხართ და ხომ უნდა მომსპოთ, ეს სენია ქვეყნის! გიმეორებთ: თქვენ შეიძლება ამშალოთ, დამამსხვრიოთ, მაგრამ დაკვრას? ვერ ეღირსებით“, - წერს ბესო ზანგური.

ცნობისთვის, 12 აპრილს, გადაცემაში „ფარული კონვერტი“ მსახიობმა ნინუცა მაყაშვილმა, 11 წლის წინანდელ ძალადობაზე საჯაროდ პირველად ისაუბრა. ნინუცამ განაცხადა, რომ მსახიობი, ბესო ზანგური მასზე სისტემატურად ძალადობდა. ამ განცხადების საპასუხოდ, ყოფილმა ქმარმა, ბესო ზანგურმა თქვა, რომ მისმა ყოფილმა ცოლმა გადაცემაში ფულის სანაცვლოდ მოიტყუა და მას ცილი დასწამა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×

sesionArray ( [s_logi] => rezoni_index )
cookieArray ( )