რეზონანსი
04.05.2021

ადვოკატი მარიამ კუბლაშვილი სოციალურ ქსელში ერთ-ერთი საქმის შესახებ წერ და ამბობს, რომ ბრალდებულის მამამ დაურეკა და დაემუქრა. 

„წუხელ, ერთ-ერთ საქმეზე ბრალდებულის მამამ დამირეკა (მე დაზარალებულს ვიცავ) და უშვერი სიტყვებით გამლანძღა, დამემუქრა შვილების, ოჯახის განადგურებით, თუ ძალადობის მსხვერპლი ქალის დაცვას გავაგრძელებ. სვანი ვარ და თუ დაიცავ, სვანურად მოგიღებ ბოლოსო, არაფერს ვამეტებ. ამოგწყვეტთ ყველას და ჩემს შვილსაც მოვკლავო. მადლობა გადავუხადე და დავაყოლე, სვანებით რომ მაშინებთ, ჩემ უკან ქისტები რომ დგანან და ჩემი პროფესია დგას, ამას რას უშვრებით-მეთქი? ტრადიციებით მაშინებთ თუ სიგიჟით, არც ერთი მაკლია, არც მეორე მეთქი - ნამდვილადაც ასეა.

ადვოკატის პროფესია დაუფასებელია, მაგრამ კლიენტის გამო, უამრავი უსამართლო ტალახის, ბულინგის თუ მუქარის მოთმენა გვიწევს. ეს ჩვენი საქმეა და ვინც არ უნდა იყოს, ვალდებულები ვართ, ვიყოთ შეუპოვარი, უშიშარი და საქმის ბოლომდე ერთგული. კლიენტის ინტერესი უფრო წინ დავაყენოთ, ვიდრე საკუთარი! ესაა ოქროს წესი! რაც არ გვკლავს, გვაძლიერებს. სოლიდარობა ყველა ჩემს კოლეგას და მადლობა ამ თმენისთვის.

#ერთადგავაძლიეროთჩვენიპროფესია!“- წერს მარიამ კუბლაშვილი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×

sesionArray ( [s_logi] => rezoni_index )
cookieArray ( )