რეზონანსი
04.05.2021

43-წლიანი თანაცხოვრების შემდეგ მუსიკოს მარინა ბერიძისა და მუსიკათმცოდნე ზურაბ ლალიაშვილის ოჯახი დაინგრა. ზურაბ ლალიაშვილს მუსიკოსი - რუსუდან მუმლაძე შეუყვარდა და ბერიძე-ლალიაშვილის ლეგენდარული სიყვარული შეწყდა...

ამ ამბავმა მარინა ბერიძეზე ძალიან ცუდად იმოქმედა. დიდი ხნის განმავლობაში ამ თემაზე საუბარს ერიდეობდა. შემდეგ კი ყვითელ პრესასთან თქვა, რომ არსებობს ჩასაფრებული ქალების კატეგორია, რომლებსაც მუდმივად სხვისი რამ სურთ...

თავის მხრივ ლალიაშვილთან რომანზე, რუსუდან მუმლაძემაც ისაუბრა:

„ქალი ყოველთვის ხვდება როდესაც კაცი მისით ინტერესდება. ნამდვილად ვერ ვიტყვი, რომ ურთიერთობა შეხვედრიდან მალე განვითარდა. ეს საკმაოდ ხანგრძლივი პერიოდის შემდეგ მოხდა. ცხოვრების იმ ეტაპზე, როდესაც ზურა გამოჩნდა, პირად გეგმებს ნამდვილად არ ვაწყობდი. სიმართლე გითხრათ, ამისთვის არ მეცალა. რადგან ზუსტად ამ ეტაპზე, აქტიურად ვიყავი ჩაბმული შვილის აღზრდაში და განვითარებაში, რათა თვალთახედვიდან არაფერი გამომპარვოდა. მარტო მიწევდა ამის კეთება და ადვილი ნამდვილად არ იყო. ცხოვრებაში კი თურმე ყველაფერი ხდება...

რით მოვიხიბლე? იმით, რომ ზურა ძალიან დახვეწილი პიროვნებაა. კეთილშობილი, მზრუნველი და მოსიყვარულე ადამიანია. ვგრძნობდი, რომ მისთვის მნიშვნელოვანი ვიყავი და ეს არ იყო ყალბი. გარდა ამისა, ერთნაირი მსოფლმხედველობა, საერთო ფასეულობები და მუსიკა გვაერთიანებს.

ვიღაცისთვის შეიძლება ორი ხელოვანი ერთ ოჯახში რთულია, მაგრამ ზურა ლალიაშვილი თავის საქმის პროფესიონალია, „მოწოდებით მუსიკოსია“. მას კარგად ესმის, რომ მე შემოქმედებით ვცოცხლობ. სულ ვმღერი და ვუკრავ. უამისოდ არ შემიძლია. ამიტომ ყველანაირად მიწყობს ხელს, რომ უფრო მეტად წარმოვჩინდე. ასევე მეც, მის ნიჭიერებას ძალიან ვაფასებ და მაქსიმალურად ვიყენებ შემოქმედების სასარგებლოდ. ზურა ყველა ჩემი სიმღერის არანჟირების ავტორია. ჩვენს ურთიერთობაში სიყალბე არ არსებობს. ეს გარშემო მყოფი ადამიანებისთვისაც შესამჩნევია. ყველაზე უფრო, ყალბი ურთიერთობები მძულს. ამიტომ ეს ფაქტორი მნიშვნელოვანია. ირგვლივ კი ისეთი გარემოცვა გვყავს, ვისაც ვუყვარვართ. ჩვენთან ურთიერთობა და მოსვლა უხარიათ“, - ამბობდა რუსუდან მუმლაძე ზურაბ ლალიაშვილთან თანაცხოვრების დროს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×

sesionArray ( [s_logi] => rezoni_index )
cookieArray ( )