რეზონანსი
09.06.2021

პროფესორი გიორგი ფხაკაძე დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებას ეხმაურება იმის შესახებ, რომ ორჯერ აცრილებს, შესაძლოა მესამე, დამატებითი აცრის გაკეთება დასჭირდეთ:

“ამას ვამბობ ბოლო 1 წელია და ყველამ, აბსოლუტურად ყველამ "კატოკით" გადამიარა...

ეს მერამდენე აღიარებაა?! იქნებ თქვენ დათვალოთ... 

ნელ-ნელა ყველაფერი, რასაც მე ვუზიარებდი ჩვენს საზოგადოებას, საბოლოოდ დასტურდება 3-6 თვეში, ზოგჯერ 12 თვე უნდა... როდემდე უნდა ვიყოთ ასე?! 

მოუსმინეთ პროფესიონალებს! 

მოუსმინეთ ექსპერტებს! 

მოუსმინეთ მეცნიერებას!

ვინ არის პროფესიონალი და ვინ არის ექსპერტი, ამას დრო აჩვენებს... და უკვე აჩვენა. 

გადახედეთ 2020 წლის მარტიდან, ვინ რას აზიარებდა, ვინ რა პოზიციაზე იყო, ვინ და როგორ აფრთხილებდა საზოგადოებას... 

დანარჩენი თქვენ განსაზღვრეთ...“ - აღნიშნა ფხაკაძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×