რეზონანსი
10.06.2021

პიანისტისა და ტელეწამყვანის, თათია შარანგიას მეორე ნახევარი, ბიზნესმენი სანდრო შელიამ არ დამალა, რომ როდესაც თათია პირველად ნახა და მისით დაინტერესდა, ჯერ კიდევ ჰყავდა ცოლი. სხვათა შორის, თათიაც დაქორწინებული გახლდათ და ედუარდ შევარდნაძის შვილიშვილის მეორე ნახევარი იყო. სანდრო შელია თავის პირველ ქორწინებას რუსი წარმომავლობის ქალთან შეცდომას უწოდებს.

„მე ამერიკაში მყავდა პირველი ოჯახი, მაგრამ ფაქტობრივად, უკვე ცალ-ცალკე ვცხოვრობდით, უბრალოდ, ბავშვის გამო ვიყავით ერთად და იმის გამო, რომ არც ჩემს და არც ჩემი ცოლის ცხოვრებაში არ იყო ახალი სიყვარული... როცა თათია დავინახე, არ ვიცოდი, ვინ იყო, რას წარმოადგენდა. ისეთი პატარას შეხედულება ჰქონდა, შემეშინდა, ვაითუ არასრულწლოვანია-მეთქი. ამ დროს 22 წლის იყო და ორი შვილიც ჰყავდა. ორ დღეში ამერიკაში ვბრუნდებოდი და დავიწყე მოძიება, ვინ იყო ეს გოგო…

ჩემი მორალი და პრინციპები მაქვს და ბუნებრივია, ერთ ნაბიჯს არ გადავდგამდი სხვისი ოჯახის დანგრევისკენ, ჩვენ გავიცანით ერთმანეთი და დავმეგობრდით. მე ამერიკაში ვიყავი, ის – საქართველოში. ფაქტია, რომ ერთმანეთი შეგვიყვარდა და ერთად დავინახეთ მომავალი. ეს იყო სწორი გადაწყვეტილება. არასწორია, როდესაც ადამიანებს უყვართ ერთმანეთი, ოჯახებს არ ანგრევენ და საყვარლები ხდებიან და წლობით ასე მალვაში ცხოვრობენ. არავის ვურჩევ, დარჩეს იმ ოჯახში, სადაც სიყვარული არ არის“.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×