რეზონანსი
10.06.2021

ასტროლოგი ხათუნა ნოელი 10 ივნისს მოსალოდნელი მზის დაბნელების შესახებ წერს:

"10 ივნისს, თბილისის დროით 14:52 საათზე მზის რკალისებური დაბნელებაა, ტყუპების 19°47-ზე. ამ დაბნელების წერტილი რეტროგრადულ მერკურისთან შეერთებაში მოდის. ამავე დროს აქვს კვადრატი ნეპტუნთან და ტრინი სატურნთან.

რას ნიშნავს ეს?

ტყუპების თემა ისედაც ინფორმაციაა და ახლა მერკურისთან შეერთებაში - მით უმეტეს. თუმცა როგორც ვთქვით, მერკური უკუსვლითია. შესაბამისად, ინფორმაცია მოდის წარსულიდან, ექო რაღაც ძველი ამბების, რაღაც, რაც მაშინ გამოგვრჩა, ან კიდევ უფრო დიდი ალბათობით - დაგვიმალეს (ნეპტუნის ზეგავლენა.) ფარული ამბების ამოტივტივებასთან ერთად, შესაძლოა, რომ აბსოლუტურად მართალ ადამიანებზე მოვისმინოთ ცილისწამებები.

ახალა ძალიან რთული იქნება ტყუილ-მართალის გარჩევა. ნუ ვიჩქარებთ დასკვნების გამოტანას. ყველაფერს თავისი დრო აქვს. ყველაფერი გაირკვევა. ისე კი მეტად საინტერესოა, რომ დაბნელების წერტილს კვადრატი აქვს საქართველოს ბოლო ასტროლოგიური რუკის მარსთან, რომელიც ამ რუკაში მე-12, ანუ ფარული ამბების მმართველია... ითვლება, რომ მთვარის დაბნელებები უფრო მეტად ხალხის მასებზე ახდენს ზეგავლენას, ხოლო მზის - ხელისუფლებაში მყოფ ადამიანებზე, დიდი ორგანიზაციის ხელმძღვანელებზე, მათზე, ვინც გარკვეულად ძალაუფლებას ფლობს. მით უმეტეს, თუ ამ დაბნელების წერტილის სატურნთან ასპექტს გავიხსენებთ - სატურნი ხომ კანონი და სახელისუფლებო ვერტიკალია... ამიტომ თუ დაბნელების წერტილი უშუალოდ თქვენს რომელიმე პლანეტას არ უერთდება, დიდად ნუ აფორიაქდებით, მისი ზეგავლენა თქვენ არ შეგეხებათ.

მათ კი, ვისაც პირადი პლანეტები, განსაკუთრებით კი მზე ან მთვარე ტყუპების მე-20 გრადუსზე გყავთ, უმჯობესი რა თქმა უნდა, 9-10-11 რიცხვებში მეტი სიფრთხილე გამოიჩინოთ საჭესთან, გზაზე, ახლობლებთან ურთიერთობაში კარგად მოზომოთ სიტყვები, ეცადეთ ყურადღებით გადაამოწმოთ მიღებული თუ გაშვებული ინფორმაცია.

კატეგორიულად არარეკომენდებულია ალკოჰოლი, გამაბრუებელი საშუალებები, ნებისმიერი მაგიური რიტუალების ჩატარება. აღარაფერს ვამბობ ქირურგიულ ჩარევებზე, თუ რა თქმა უნდა გადაუდებელი და სასიცოცხლოდ აუცილებელი არაა. მაინცდამაინც ამ დღეებში ნუ წამოიწყებთ რაიმე ახალს და მნიშნელოვანს, ამის დროც მოვა. სასურველია მარხვა, ლოცვა, მშვიდი მედიტაცია, თვითანალიზი. ბუნებასთან კავშირი, მოუსმინეთ მშვიდ, სასიამოვნო მუსიკას..."

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×