რეზონანსი
11.06.2021

ასტროლოგი ტამარა გლობა მზისა და მათვარის დაბნელებასა და მათი გავლენების შესახებ სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

„რკალისებრი მზის დაბნელებები ხდება მაშინ, როდესაც მთვარე თავისი ორბიტის დედამიწიდან ყველაზე დაშორებულ წერტილში იმყოფება, ამ სიშორის გამო ის მზის დიამეტრზე გაცილებით უფრო მცირე ზომის ჩანს ხოლმე. შესაბამისად მთვარის მიერ მზის სრული გადაფარვა ვერ ხდება და მზის დისკო მთვარის უკან ნაწილობრივ მაინც ხილულია. ასეთ დროს ცაზე მნათობის ნაცვლად წრე/ რკალი ჩანს.

როგორც ვიცით, მთვარის ორბიტის ყველაზე შორეული წერტილი, მთვარის აპოგეა არის ის, რასაც ასტროლოგიაში ლილიტს ვეძახით. და მართალია, ამ მომენტისთვის ახლა შავი მთვარე ოდნავ „გვერდზე არის გაწეული“ - კუროში მოძრაობს, მაგრამ მისი საპირისპირო არსის მქონე თეთრი მთვარე, ანუ სელენა, ზუსტად ამ დაბნელების ოპოზიციაში დგას, მშვილდოსნის ნიშანში.

ეს მომენტი კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს იმას, რომ დიდად კარგი ამბები არ დატრიალდება მინიმუმ მომდევნო 2 კვირის მანძილზე (ანუ ვიდრე მთვარის ფაზა შეიცვლებოდეს). სიცრუე, ცდუნებები, მართალის დაჩაგვრა...

იფრთხილეთ!“

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×