რეზონანსი
17.06.2021

გადაცემა „პრაიმ შოუში" ექიმი-რეზიდენტი გიორგი ღოღობერიძე იყო, მან გადაცემაში პანდემიის პერიოდში სოციალური ქსელით ხალხის დახმარებაზე ისაუბრა, თუმცა გადაცემის ერთ-ერთმა წამყვანმა ნინო ნადირაძემ მას უთხრა, რომ მისი რჩევები შესაძლოა, საზოგადოებისთვის საშიშიც ყოფილიყო.

ნინო ნადირაძის მწვავე კითხვები გიორგი ღოღობერიძის ამ ფრაზამ გამოიწვია:

„მთელი პასუხისმგებლობა არის ის, რომ მსმენელი ყურადღებით გისმენს. რატომ წამოვჭერი ასე აქტიურად? რაც ტელევიზიებში არ ჟღერდებოდა აქტიურად და რაც სჭირდებოდა საზოგადოებას, იმის გაჟღერება დავიწყე" - ამბობს ღოღობერიძე.

„რაც პანდემია დაიწყო, ჩემი კლინიკა არის, ყველაზე დიდი COVID-ლინიკა ველაზე დიდი საწოლფონდით, მე ჩემს თავს უფლებას არ ვაძლევდი ვინმესთვის მიმეცა რაიმე რჩევა, რჩევები კონკრეტული მიმართულების, კოლნკრეტულ სპეციალისტს უნდა მიეცა, თქვენ ინფექციონისტი ბრანდებით? ჯერ არ გაქვთ ექიმის დიპლომი, თქვენ გქონდათ უფლება ეს გაგეკეთებინათ, როგორც ექიმს? - უთხრა ღოღობერიძეს ნადირაძემ.

გიორგი ღოღობერიძემ სოციალურ ქსელში სტატუსი ამ ამბავთან დაკავშირებით გამოაქვეყნა:

„მართლა არ ვიცი, რატომ მიმიწვიეს ამ გადაცემაში, მაგრამ ძალიან საწყენი გახდა, როდესაც მიზეზი გადაცემის მსვლელობისას გავიგე.

„პრაიმშოუს" გვერდზე იდო ეს ვიდეო, მაგრამ წაშალეს...

ჩემ გარდა, კოვიდ პანდემიის დროს, ყველა იძლეოდა რჩევებს, აბსოლუტურად ყველა, განურჩევლად პროფესიისა, მაგრამ ამის მიუხედავად ჩემი გაშავება არჩიეს...

არადა არც პოლიტიკური ინტერესი მქონია და არც- ფინანსური, მხოლოდ ხალხის დახმარება მინდოდა და მინდა.

რეზიდენტი მალე აღარ ვიქნები, მაგრამ მაინც ძალიან მეამაყება, რომ „რეზიდენტის" სტატუსით გამოვდიოდი!

მეწყინა ამგვარი დამოკიდებულება", - წერს გიორგი ღოღობერიძე.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×