რეზონანსი
17.06.2021

გადაცემა „პრაიმ შოუს“ სტუმარი ექიმი-რეზიდენტი, გიორგი ღოღობერიძე იყო. მან გადაცემაში პანდემიის პერიოდში სოციალური ქსელით ხალხის დახმარებაზე ისაუბრა, თუმცა გადაცემის ერთ-ერთმა წამყვანმა ნინო ნადირაძემ უთხრა, რომ მისი რჩევები შესაძლოა, საზოგადოებისთვის საშიშიც ყოფილიყო.

„ჯერ არ გაქვთ ექიმის დიპლომი, გქონდათ თქვენ უფლება განაცხადი გაგეკეთებინათ, როგორც ექიმს,“ - უთხრა ნინო ნადირაძემ.

ამ ამბავს სოციალურ ქსელში დიდი გამოხმაურება მოჰყვა. გიორგის ბევრმა ადამიანმა დაუჭირა მხარი:

„TV Imedi - ყოვლად ჩაშვებული ტელევიზია. რეიტინგს ხსნის ამ მიმართულებით.

ნინო ნადირაძის - კლინიკური წარსულია საინტერესო, განსაკუთრებით კლინიკური მენეჯმენტის რანგში

გიორგი ღოღობერიძე როგორც ჩემი კოლეგა იტყოდა, სანამ ამ თაობის და ამ განათლების ექიმები, როგორიც ოპონენტად გიზით, სრულიად არ გაქრება ორბიტიდან, მანამ ქართულ მედიცინას არ ეშველება“.

„ქაჯია ეს ქალი! მეტს ვერაფერს ვუწოდებ სამწუხაროდ გიორგი ღოღობერიძე წარმატებები შენ“

„ცუდას რად უნდა მტერობა, კარგია მუდამ მტრიანი!” გიორგი ღოღობერიძე შენი ნიჭის და განათლების მქონე ბევრი ექიმი არ არის. ასე რომ, ნუ გეწყინება გიორგი შენი კარგი ადამიანობა ვერ მოუთმენიათ…“

„ოდითგანვე ასე მოგვდგამს ქართველებს, მუდამ ჩვენს სიმცირეს მივსტიროდით, რადგან მტერი აურაცხელი გვყავდა მუდამ, მაგრამ დიდკაცი თუ გამოგვერია, მას ისე დავკორტნით, როგორც დაკოდილ ძერას ყვავები...

გიორგი ღოღობერიძე მე მჯერა გიორგი ექიმის ზღვა წარმატება...“- წერენ ღოღბერიძის პირად გვერდზე.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×