რეზონანსი
17.06.2021

ექიმები გიორგი ღოღობერიძის „პრაიმშოუში" გამოსვლას სოციალურ ქსელში ეხმაურებიან. გიორგი თავად ძალიან არის განაწყენებული ამ გადაცემაზე, სადაც მის რეზიდენტობას ზედმეტად გაუსვეს ხაზი და აღნიშნეს, რომ მისი გამოსვლევი და რჩევების მიცემა კორონავირუსთან დაკავშირებით უპასუხისმგებლობაა.

ბიძინა კულუმბეგოვმა ეს ეპიზოდი ასე შეაფასა:

ბოღმის საჯაროდ ნთხევის მასტერკლასი ჩატარებულია!

იმედია ამ კარგ და თავდადებულ ადამიანს ბოდიშს მოუხდიან უსწრაფესად ასეთი სამარცხვინო თავდასხმის გამო" - წერს ბიძინა კულუმბეგოვი.

კიდევ ერთი ექიმი, თამარ ჟამურაშვილი ამ ვიდეოს აზიარებს და წერს:

რატომ არ შეგვიძლია შავი და თეთრის გარჩევა?

მეორედ შემხვდა ეს გადაცემა და მეორედაც გამაოგნა.

თინა თოფურიასთვის საჯარო ტრიბუნის დათმობა და მისი დამაზიანებელი (!) აზრების გავრეცელებაში მონაწილეობა ნორმალურია და ღოღობერიძემ, რადგან რეზიდენტია, ასპირინზე და D-ვიტამინზე არ უნდა ისაუბროს?

კარგი ექიმი ექიმია პალატაშიც, ინტერნეტშიც, სატელეფონო ხაზზეც, ეკრანზეც და არც პაციენტისთვის რჩევის მიცემა აშინებს.

არსებობენ კარგი დამწყები ექიმები და ცუდი პროფესორები‼️" - წერს თამარ ჟამურაშვილი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×