რეზონანსი
17.06.2021

საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპექრტი, პროფესორი გიორგი ფხაკაძე განმარტავს, რა გზებით ახერხებს კორონავირუსით ინფიცირების პრევენციას:

„არავინ იცის როგორ ვრცელდება "ინდური შტამი", რამდენად რთული ფორმები შეიძლება გამოიწვიოს. შესაძლოა, ინდური შტამი სიცხემაც ვერ შეაშინოს.

იარეთ სუფთა ჰაერზე. მე, მაგალითად სადაც ბევრი ხალხია არ ვჯდები. საფრანგეთში ყველაფერი ღიაა, მაგრამ არ ვჯდები. მოგზაურობისას ვცდილობ, მანქანაში ის ადამიანები ვიყოთ, ვინც აცრილია. ადამიანი აცრილი თუ არ არის, სახლში არ ვუშვებ, - ეს პატარა საიდუმლო გითხარით. ჩემთან როცა არიან მეგობრები, ცალკე ოთახები აქვთ და ცალკე აბაზანები. სამზარეულოში არავის ვუშვებ და სადაც დიდი ადგილია იქ ვიკრიბებით. სადაც პატარა ადგილია, ჩემს მეგობრებს არავის ვუშვებ. წელიწადნახევარი გავიარე უკვე და საკმაოდ დაცულად გავიარე", - ამბობს პროფესორი, ორგანიზაცია - „აკრედიტაცია საზღვრების გარეშე" ხელმძვანელი, გიორგი ფხაკაძე.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×