რეზონანსი
21.07.2021

ეკა მამალაძე: აღარ მინდა აუხდენელ ოცნებებზე საუბარი, მაგრამ ვიტყვი, რომ ჩემი ცხოვრება არ ყოფილა ადვილი. ბევრს ჰგონია, დედაჩემის გამო ყველაფერი ადვილად მოდიოდა ჩემთან, სინამდვილეში კი, როცა ხარ ნანის შვილი, რთულია, რადგან სულ მას გადარებენ. ყოველთვის იმაზე მეტის გაკეთება გიწევს, ვიდრე სხვას, რადგან ჯერ ნანის სახელს უნდა გაუფრთხილდე და შემდეგ შენი სახელითაც უნდა თქვა სიტყვა. ნანის არაეთხელ უთქვამს, ალბათ მე ხელს უფრო გიშლი კარიერაში, ვიდრე პირიქითო.

ახლა ნატალიაც იმ ეტაპს გადის, რა ეტაპსაც წლების წინ მე გავდიოდი, მაგრამ მან კლასიკური ვოკალი აირჩია და იქ მეტი გასაქანი აქვს.

მე თვითონ მიკვირს ხოლმე ნანის გამოსვლების საზოგადოებაში. ჩემი სტიმულია და ალბათ მაგიტომაც არ მეშინია არანაირი ასაკის. ნანის ვერ ნახავთ სახლში დაუვარცხნელს და მოუწესრიგებელს. დილით რომ ადგება, სანამ არ მოწესრიგდება, არც შემოგხედავს. ჩემთანაც სულ იპრანჭება. ჩემგანაც ითხოვს, რომ სულ მოწესრიგებული ვიყო. ხანდახან ნერვებსაც კი მიშლის მისი შენიშვნები, რომ უმაკიაჟოდ და ,,უპამადოდ” სახლიდან არ გავიდე. გლობალურ თემებში ყოველთვის გახსნილია და მოგყვება ბოლომდე, ყოფით საკითხებში კი ხშირად აქვს თავისებურებები და ბევრი შენიშვნა იცის.

ბევრ რამეში ჩემზე თანამედროვეა, უყვარს მუსიკალური ექსპერიმენტები.

იხილეთ სრულიად: ჟურნალი სარკე

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×