რეზონანსი
28.07.2021

მომღერალი აჩიკო ნიჟარაძე სოციალურ ქსელში კორონავირუსის  სტატისტიკის შესახებ წერს და აღნიშნავს, რომ ეს საზოგადოების უპასუხისმგებლობის ბრალია.

„3666 შემთხვევა დაფიქსირდა დღეს!!! ეს არის ჩვენი უპასუხისმგებლო საზოგადოების ნაწილის ბრალი.

გვინდოდა ყოფილიყო ყველაფერი გახსნილი, მაგრამ ფეხებზე ჰკიდიათ ელემენტარული პირბადის ტარება, მაღაზიებში ძალიან დიდ ნაწილს არ უკეთია პირბადე თბილისში და რეგიონებზე საერთოდ აღარ არის ლაპარაკი, საერთოდ არ უკეთიათ პირბადე. სხვის მოყოლილ მონაჭორს არ ვწერ, პირადად ჩემი თვალით მაქვს ნანახი. ეს არის უპასუხისმგებლო ხალხის ბრალი. ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით, ეს არის ფეხებზე დაკიდება ადამიანების, რომლებიც ვიცავთ ამდენი ხნის განმავლობაში წესებს და ვუფრთხილდებით ერთმანეთს.

აუცილებლად უნდა გამკაცრდეს რეგულაციები, საავადმყოფოებში აღარ არის ადგილები.

გაიკეთეთ პირბადეები, კიდევ ჩაკეტვას ვეღარ გაუძლებს ქვეყანა!!!

აიცერით, ვისაც შეგიძლიათ და გჯერათ, რომ ვაქცინა გვიცავს. ვისაც არ სჯერა და არ უნდა აცრა, იმან კეთილი ინებოს და პირბადით იაროს ყველგან!!!“

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×