რეზონანსი
28.07.2021

ლაშა ბექაურის მამა, გელა ბექაური ინტერვიუში შვილის შესახებ საუბრობს:

"ძალიან მოძრავი ბავშვი იყო პატარაობიდანვე და პირადად ჩემი გადაწყვეტილებით მივიყვანე მესამეკლასელი ლაშა ძიუდოზე, ჩვენს სოფელში, არხილოსკარის დარბაზში, კახა წიკლაურთან.

ძიუდოზე სიარულის დაწყებიდან ორ წელში გახდა, როგორც ქართულ ჭიდაობაში, ასევე ძიოდოში საქართველოს ჩემპიონი, აქვე მინდა აღვნიშნო, რომ სანამ თბლისში გადმოვიყვანდი სავარჯიშოდ, დაახლოებით 4-ჯერ გახდა საქართველოს ჩემპიონი, თუ არ მეშლება. შემდეგ უკვე მოზარდობის ასაკში, გადმოვიყვანეთ კლუბ "განთიადში" და ლექსო ღვინიაშვილს მივაბარეთ.

თავიდან სპორტზე რომ მივიყვანე, მე თვითონ მიკვირდა, ამას ადამიანი როგორ უნდა წაექცია, ყველა ეცოდებოდა, ყველასთან თბილად იყო, ყველას ეფერებოდა, ვფიქრობდი, ეს ადამინს ვერ გაიმეტებს წასაქცევად-მეთქი. ფაქტია, ყოველთვის უშიშარი იყო, პირველად გამოცდა მოვუწყვე, აქ ჩატარდა ჩვენთან ქართულ ჭიდაობაში შეჯიბრი, მაშინ არც დადიოდა სავარჯიშოდ, შევთავაზე, რომ გასულიყო და დამარცხდა, ამით მოინდოდა დაენახა, რომ ადვილი არ იქნებოდა გამარჯვების მოპოვება და ძალიან ბევრი შრომა დაჭირდებოდა. თუ თვითონ არ წაააქცევდა სხვა წააქცევდა და ასე ნელ-ნელა ჩამოუყალიბდა მებრძოლი ხასიათი", - განაცხადა გელა ბექაურმა.

იხილეთ სრულიად: mshoblebi.ge

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×