რეზონანსი
28.07.2021

მას შემდეგ, რაც მწერალ გიორგი კეკელიძესთან დაკავშირებით რამდენიმე ქალმა სექსუალური შევიწროების შესახებ განცხადება გააკეთა, სოციალურ ქსელებში ეს თემა ისევ აქტუალური გახდა. ამ თემაზე ჟურნალისტმა მერაბ მეტრეველმაც გამოთქვა აზრი:

„იმისთვის, რომ ქალის „არა“ იყოს „არა“, მაშინ ქალებმა უნდა ისწავლონ „კი“-ს თქმა. სულ ესაა.

ანუ, როცა ქალსაც მოსწონს კაცი და უნდა მასთან ურთიერთობა, პირველივე კითხვაზე, ან შეთავაზებაზე უნდა ამბობდეს კი-ს და არა “არა”-ს უნდა ნიშნავდეს, მაგრამ ასე არასდროს ხდება და ამ გამოცდილებით კაცებსაც „არა“ ყოველთვის „არა“ არ ჰგონიათ.

აბა, რამდენს გითქვამთ სასურველი კაცისთვის „კი“ პირველივე შემოთავაზებაზე?

ზოგადად ვწერ. კონკრეტულ ქეისს არ ვეხმაურები“.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×