რეზონანსი
28.07.2021

ლაშა ბექაურის დედამ, ვიკა წიკლაურმა რამდენიმე დღის წინ, სოციალურ ქსელში შვილს დაბადების დღე მიულოცა და გაიხსენა, რა უთხრა, ტოკიოში გამგზავრებამდე.

„ომში მაცილებ დეო, სიხარული ჰქონდეს შენს თბილ გულს დე. დედაღვთისმშობელმა შეისმინოს დედაშენის ლოცვა. ჯანმრთელობას, სიყვარულს, სიკეთეს გისურვებ, გესახელებინოს სამშობლო! დაბადების დღეს გილოცავ დედას სიყვარულო," - წერს ვიკა წიკლაური.

ტოკიოს 2020 წლის ოლიმპიადის ფინალში, 90 კგ წონით კატეგორიაში ძიუდოისტმა ლაშა ბექაურმა გერმანელ ედუარდ ტრიპპელს დაუპირისპირდა და ფინალში ვაზარით დაამარცხა. იგი 2020 წლის ოლიმპიადაზე პირველი ქართველია, რომელმაც ოქროს მედალი მოიპოვა. ის საქართველოს მთავრობისგან 1 000 000 ლარს მიიღებს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×