რეზონანსი
29.07.2021

„ემიგრანტების იმედი“ შოთო სიხარულიძე სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს. როგორც ირკვევა, 25 ივლისს წყალტუბოს მუნიციპალიტეტში, სოფელ ბანოჯაში 25 წლის ლევან ბეგიაშვილს დენმა დაარტყა და ადგილზე გარდაიცვალა. მის ემიგრანტ დედას კი ატყუებდნენ, რომ შვილი ავარიაში მოყვა და ცოცხალი იყო.

„გარდაიცვალა ემიგრანტის შვილი, ლევან ბეგიაშვილი. „შოთო სიხარულიძე ქართველი ემიგრანტები“ ღრმა მწუხარებას გამოთქვამს თანაუგრძნობს და სამძიმარს უცხადებს ემიგრანტ დედას იტალიაში, ნატო ჩოგოვაძეს, ოჯახსა და ახლობლებს, ღმერთმა ნათელში ამყოფოს მისი ლამაზი სული. გამოფრინდა იტალიიდან და ვაი, ამ ჩამოსვლას. ამდენი წლის მონატრებული ლევანიკო რა სანახავი დახვდა…“, – წერს სიხარულიძე.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×