რეზონანსი
29.07.2021

ბერა ივანიშვილის მეუღლე, მოდელი ნანუკა გუდავაძე შვილის, ბერუკას ახალ ფოტოს აქვეყნებს. ჩანს, რომ პატარა ბიჭი გაიზარდა და კიდევ უფრო დაემსგავსა დედას. უკვე რამდენიმე თვეა, ბერა ივანიშვილი მეუღლესთან, შვილთან და ძმასთან ერთად სამხრეთ კორეაში ისვენებს. ბერა და ნანუკა დასვენების სურათებს ხშირად აქვეყნებენ.

ბერუკამ გამართულად სიარული ისწავლა, ცოტას ლაპარაკობს და მამასთან ერთად მხიარულად თამაშობს. უსაყვარლესი ბიჭუნა მშობლების "ინსტაგრამზე" დიდი პოპულარობით სარგებლობს.

"ეს პატარა კაცუნა რა საყვარელია" - წერენ კომენტარებში.

 როგორც ჩანს, ბერა და ნანუკა კორეაში შესანიშნავ დროს ატარებენ, ბევრ სურათს იღებენ და თბილისში დაბრუნებას ჯერ არ ჩქარობენ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×