რეზონანსი
06.08.2021

ცოტა ხნის წინ სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში მსა­ხი­ობ გი­ორ­გი ყიფ­ში­ძის მიერ გა­მოთ­ქმულ ვაქ­ცი­ნა­ცი­ის სა­წი­ნა­აღ­მდე­გო მო­საზ­რე­ბას, აზ­რთა სხვა­დას­ხვა­ო­ბა მოჰ­ყვა. რას ფიქ­რობს მსახიობი აცრაზე და როგორ აპირებს პანდემიასთან ამკლავებას?

"ვაქ­ცი­ნას არ ვი­კე­თებ, მე­ში­ნია ასე­თი რა­ღა­ცებს, სხვა სუნი მცემს, არ მომ­წონს სი­ტუ­ა­ცია და არა­ფერ­ში ვე­რე­ვი, მირ­ჩევ­ნია გა­ვე­რი­დო და ერ­თმა­ნეთს ისე მივ­ხე­დოთ, სხვა­ნა­ი­რად. გა­და­მარ­წმუ­ნონ და გა­ვი­კე­თებ ვაქ­ცი­ნას. ფილ­მის სცე­ნა­რი­ვით მი­დის, "ზომ­ბი აკო­პა­ლიფსს" ჰგავს ყვე­ლა­ფე­რი, რა­საც ფილ­მებ­ში ვხე­დავ ყვე­ლა­ფე­რი მარ­თლდე­ბა. ამ­დე­ნი არ უსა­უბ­რი­ათ არას­დროს, ამ­დე­ნი აგი­ტა­ცია - პრო­პა­გან­და არ ყო­ფი­ლა არ­ცერთ ვაქ­ცი­ნა­ზე, არაა სა­ჭი­რო ყვე­ლამ გა­ი­კე­თოს, მო­ხუ­ცე­ბი არ ვართ და ბავ­შვებს რა­ტომ უკე­თე­ბენ, არ ვიცი. მე ვერ ვხე­დავ აუ­ცი­ლებ­ლო­ბას ავიც­რა, არ შვე­ლის და რად მინ­და, ვერ გა­ვი­გე. ვერ არი­ან ესე­ნი, ჩა­მო­ყა­ლიბ­დნენ რა უნ­დათ, "ბალ­ნოი ბა­ზა­რია" და არ მომ­წონს, მირ­ჩევ­ნია თავი შე­ვი­კა­ვოთ, ჩე­მით მივ­ხე­დავ ჩემს ბავ­შვებს, არ სჭირ­დე­ბა ამას პა­ნი­კა და ის­ტე­რი­კა. "ხე­ლე­ბი და­ვი­ბა­ნოთ სახ­ლში რომ მი­ვალთ" - რად მინ­და ამის სწავ­ლე­ბა. მე­ში­ნია ვაქ­ცი­ნის, მაგ­რამ ბევ­რი ლა­პა­რა­კიც არ მინ­და, "ზე­მოთ" მყო­ფი ტი­პე­ბის უფრო მე­ში­ნია, არ მინ­და, ამ მე­ქა­ნიზ­მზე ბევ­რი ვი­სა­უბ­რო, უცებ აგუ­რი არ და­მე­ცეს, არ გა­მა­ნად­გუ­რონ...

ჩემი და და დის­შვი­ლი და­ინ­ფი­ცირ­დნენ, მაგ­რამ კარ­გად გა­და­ი­ტა­ნეს, სახ­ლშიც არა­ვის გა­დაგ­ვე­დო. ძა­ლი­ან სა­ში­ში არ არის, მე აც­რილ­ზე უფრო ცუდი გა­ვი­გე, ისე­თი რა­ღა­ცე­ბი ემარ­თე­ბათ, ზოგი ბავ­შვს ვერ გა­ა­ჩენს... გრი­პია რა ჩვე­უ­ლებ­რი­ვი. უფრო ის­ტე­რი­კას ჰგავს. რომ არ ავიც­რე­ბი, მე მ­გო­ნი ჩა­კეტ­ვა მო­მი­წევს, ბევ­რი კარ­ტო­ფი­ლი და პრო­დუქ­ტი უნდა ვი­ყი­დო, რომ გავძლო ოჯახ­თან ერ­თად, მა­ღა­ლი კე­დე­ლი ავა­შე­ნოთ და ვი­ყოთ. მა­პა­ტი­ეთ შვი­ლე­ბო, გი­ჟე­ბის ქვე­ყა­ნა­ში რომ გა­გა­ჩი­ნეთ...", - განუცხადა "ამბებს" გიორგი ყიფშიძემ.

წყარო: ambebi.ge

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2022 by Resonance ltd. . All rights reserved
×