რეზონანსი
15.09.2021

მიხეილ ცაგარელი:  2 ოქტომბერი ის პერიოდია, როდესაც მზე გადის ყველაზე მნიშვნელოვან და ყველაზე დიპლომატიურ ნიშანს, როგორიც არის სასწორი. როცა მზე გადის ამა თუ იმ ნიშანს, ის ენერგიები მოდის მაშინ წინა პლანზე და მოთხოვნები კოსმოსიდან, რაც ამ ნიშანს ახასიათებს. 23 ოქტომბრამდე, სანამ მზე გადის სასწორის ზოდიაქოს, უნდა ვიყოთ მაქსიმალურად დიპლომატიურები, თავდაჭერილები, მშვიდობიანად უნდა გადავწყვიტოთ ნებისმიერი რთული საკითხი, უმრავლეს შემთხვევაში - კომპრომისების გზით და ეს უნდა იყოს წინა პლანზე. ის კანდიდატი, რომელიც ამას შეძლებს, წარმატებული იქნება, იმიტომ, რომ სამყარო მას გაუღიმებს. ის, ვინც იქნება აგრესიული და ეს განსაკუთრებით მელიას ეხება, მას საქმე ცუდად წაუვა. სხვათა შორის, მელიას მინდა შევახსენო, რატომ წააგო გრიგოლ ვაშაძემ სალომე ზურაბიშვილთან საარჩევნო ბრძოლა? ზუსტად იმ აგრესიული რიტორიკის გამო წააგო. ერთადერთხელ შევხვდი გრიგოლ ვაშაძეს და მითხრა, ასტროლოგია მაგრად არ მაინტერესებსო. ეს არის მისი უბედურება. რომ ჰქონოდა ინტერესი და გარკვეული ცოდნა, სხვანაირი შედეგი იქნებოდა. ეცოდინებოდა, რომ სალომე ზურაბიშვილის პირად ჰოროსკოპში გამარჯვების მმართველი პლანეტა იუპიტერი, ყველაზე აგრესიული ვერძის ზოდიაქოშია, ამიტომ, რაც მეტ აგრესიას გამოავლენდა მისი მოწინააღმდეგე, მით მეტად ზურაბიშვილის წისქვილზე ასხამდა წყალს. ეს გააკეთა ვაშაძემ ძალაუნებურად, ასტროლოგიის არცოდნის გამო, იგივე მინდა ვუთხრა მელიას - რაც მეტს იჩხუბებს, მით უფრო გაიმარჯვებენ სხვები. გახარია და კალაძე იქნებიან უფრო მშვიდები, უფრო კომპრომისის უნარის მატარებლები.

არჩევნებში გახარია წაართმევს ხმებს როგორც მელიას, ასევე - კალაძეს, მაგრამ მას ეს ხმები არ ეყოფა გამარჯვებისთვის, ამიტომ მოიგებს კალაძე. მერე გახარიას და მელიას შორის იქნება სამკვდრო-სასიცოცხლო ბრძოლა. ძალიან მეეჭვება, საქმე მეორე ტურამდე მივიდეს. ვფიქრობ, მეორე ტური უფრო არ იქნება.

წყარო: გაზეთი „კვირის პალიტრა“

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×