რეზონანსი
13.10.2021

"ნაცუინალური მოძრაობის" წევრი რომან გოცირიძე პროგნოზირებს რომ კორონავირუსის მეხუთე ტალღას დიდი მსხვერპლი მოჰყვება. 

"დაიწყო პანდემიის მეხუთე ტალღა და იგი როგორც ჩანს, იმაზე მძიმე იქნება და მოჰყვება იმაზე მეტი მსხვერპლი, ვიდრე იყო წინა შემთხვევებში. 

არჩევნების მეორე ტურის შემდეგ ხელისუფლებას მოუწევს ზოგიერთ სფეროში დასაქმებული ადამიანებისათვის  აცრა  სავალდებულო გახდოს, როგორც ეს ევროპის ზოგიერთ ქვეყანაშია დაწესებული ( საფრანგეთი, იტალია, საბერძნეთი, უნგრეთი და ა. შ).  აქამდე ამას იმიტომ არ აკეთებს, რომ ანგარიშს უწევს ანტივაქსერ ამომრჩევლებს. 

აგერ, ლატვიაში, აუცრელ მოქალაქეს სუპერმარკეტში არ უშვებენ, ჩვენთან კი მთავრობამ წინასაარჩევნოდ პირბადის ტარებაზე დაწესებული ჯარიმებიც კი ჩამოწერა. 

საკუთარ პოლიტიკურ დღის წესრიგს შესწირა ხელისუფლებამ ათასობით ადამიანის სიცოცხლე." -  წერს რომან გოცირიძე.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×