რეზონანსი
22.10.2021

სამედიცინო სფეროს წარმომადგენლები ვაქცინაციისკენ მოწოდებას, პროდიუსერმა ნატო დუმბაძემ ეხმაურება და ახცადებს, რომ ექიმები კოვიდ-19-ის გავრცელების გამო საზოგადოებაში შიშს თესავენ.

„დილიდან გვესმის ჩვენთვის პატივსაცემი ადამიანებისგან: ​ვერ გადავრჩებით, არ გადავრჩებით, რესურსი არ გვეყოფა, ეს მოხდება, ის მოხდება, ამოვწყდებით! კაცო,ეს დაფინანსება, გადამზადება, დრო, ხომ ყველაფერი გვქონდა და კიდევ გვაქვს, რომ მომზადებულები შევხვდეთ. არ მთავრდება ეს ტალღები,ეს ხომ იცოდნენ? ასეთი განცხადებები რას ემსახურება? ვის ემსახურება? ნუთუ დაშინება მთავარი იარაღია ვაქცინაციის? რა არის ეს, რანაირი განცხადებებია? ვისი ბრალია ანუ - ხალხის? ვთქვათ, დავარდა ვაქცინაციის მაჩვენებელი, ამისთვის ხომ უნდა ჰქონოდათ გეგმა B და არა ფსიქოლოგიური ტერორი!

დავიღალეთ! მართლა დავიღალეთ, ჯობია შეცვალონ რიტორიკა და მიხედონ ავადმყოფებს და მობილიზაცია გააკეთონ, ხალხის დასტრესვით აგრესია უფრო მატულობს, ვიდრე შიში! ყველაზე დიდ უნდობლობას კი ის იწვევს ხან ერთს რომ გეუბნებიან ეთერ-ეთერ და ხან მეორეს უტიფრად! ბრიტანეთის მაგალითს თუ ავიღებთ 50 000 დაინფიცირდა გუშინ,მაგრამ ამოწყვეტით არ ემუქრებიან ადამიანებს! გეყოთ!" - წერს დუმბაძემ

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×