რეზონანსი
25.11.2021

„აკრედიტაცია საზღვრების გარეშე" ხელმძვანელი, პროფესორი გიორგი ფხაკაძე კოვიდგადატანილებისთვის მუდმივი მწვანე სტატუსის მინიჭების შესახებ საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებას კიდევ ერთხელ აკრიტიკებს.

„კოვიდ საშვი ვერ იქნება მუდმივი, ის არ არის დაბადების მოწმობა და არ არის პასპორტი. კოვიდ საშვი უნდა იყოს დაფუძნებული მეცნიერებაზე და არა პოლიტიკაზე. კოვიდ საშვი არის დამხმარე საშუალება კოვიდთან ბრძოლაში.

კოვიდ საშვი, კოვიდ ვაქცინა, სამედიცინო პირბადე, სოციალური დისტანცია - ეს არ არის ადამიანთან ბრძოლის იარაღი, ეს არის კოვიდთან ბრძოლის იარაღი. საქართველოს პირობებში (თუ რა კოვიდ ვითარება არის ახლა, ანუ კატასტროფული), ჩემი აკადემიური (არა პოლიტიკური) მოსაზრებით, რომელიც დაფუძნებულია ბოლო სამეცნიერო კვლევებზე და უახლეს საერთაშორისო გამოცდილებაზე, კოვიდ საშვის სისტემა უნდა გამარტივდეს და შემდეგი კრიტერიუმებით გაიცეს:

ვაქცინირებული 2 დოზა „ფაიზერით" - ვალიდურობა 6 თვე. ბუსტერის (სამივე დოზა „ფაიზერით" უნდა იყოს) შემთხვევაში ვალიდურობა დამატებით 6 თვე.

პსრ ტესტი - ვალიდურობა 72 საათი. კოვიდ გადატანილი - დადასტურებიდან 11 დღიდან 60 დღემდე.

გვეყოს ადამიანებთან ბრძოლა, ვებრძოლოთ ვირუსს. იხილეთ მაგალითები ევროკავშირიდან და ისრაელიდან. ორივე შემთხვევაში ვალიდურობა არის 6 თვე", - წერს „გიორგი ფხაკაძე.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×