რეზონანსი
14.05.2022

შარტავას ქუჩაზე მომხდარი ავარიის დროს დაშავებული დათი ქოქრაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ სოციალურ ქსელში უახლესი ინფორმაცია ვრცელდება:

„დათის გულშემატკივრებო, მოგახსენებთ ბავშვის ამჟამინდელი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ: 

დათის ყოველდღე, დილას და საღამოს, ღია ჭრილობები უმუშავდება ნარკოზის ქვეშ, რადგან გაუსაძლისი ტკივილები აქვს. ინფექციის გავრცელება ნაწილობრივ შეჩერდა, თუმცა სანამ პროცესი სრულად არ შეჩერდება, მკურნალობის შემდგომ ეტაპზე ვერ გადავლენ.

ტრაქეოსტომის გამო დათის ამ ეტაპზე არ შეუძლია საუბარი. როდესაც ბავშვი ფხიზლობს და რაიმე სჭირდება სპეციალური ზარის მეშვეობით აგებინებს მშობლებს.

საბედნიეროდ, წამლებზე დამოკიდებულება დათიმ უკვე გადალახა. საკვების მიღება ეტაპობრივად დაიწყო, თუმცა ძირითადად მიეწოდება ზონდით. თქვენი დაუღალავი თანადგომითა და დათის სასწაულებრივი ბრძოლის შედეგად, ჩვენ ყველა ერთად გავიმარჯვებთ!”, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2022 by Resonance ltd. . All rights reserved
×