რეზონანსი
27.05.2022

პარ­ლა­მენ­ტის წევ­რს, ვიცე-სპი­კერს ავ­თან­დილ ენუ­ქი­ძეს 67 წლის ასაკ­ში ვაჟი შე­ე­ძი­ნა. დღე­ვან­დე­ლი პლე­ნა­რუ­ლი სხდო­მა პარ­ლა­მენ­ტის თავ­მჯდო­მა­რემ შალ­ვა პა­პუ­აშ­ვილ­მა სწო­რედ ენუ­ქი­ძეს­თან მი­ლოც­ვით და­ი­წყო.

"სა­ნამ გა­და­ვალთ სხდო­მის სა­კი­თხებ­ზე, მინ­და გაც­ნო­ბოთ, რომ პარ­ლა­მენ­ტის ვიცე სპი­კერს ავ­თან­დილ ენუ­ქი­ძეს ახ­ლა­ხან შე­ე­ძი­ნა ვაჟი ნი­კო­ლოზ ენუ­ქი­ძე. მი­ვუ­ლო­ცოთ და ვუ­სურ­ვოთ ჯან­მრთე­ლი გა­ე­ზარ­დოს" - აღ­ნიშ­ნა პარ­ლა­მენ­ტის თავ­მჯდო­მა­რემ პლე­ნა­რუ­ლი სხდო­მის წინ" - აღ­ნიშ­ნა პა­პუ­აშ­ვილ­მა.

ავ­თან­დილ ენუ­ქი­ძე 35 წლით უმ­ცროს თამ­თა ღლონტზეა და­ქორ­წი­ნე­ბუ­ლი. გუ­შინ და­ბა­დე­ბუ­ლი ნი­კო­ლოზ ენუ­ქი­ძე წყვი­ლის­თვის მე­ო­რე შვი­ლია. მათ ასე­ვე ჰყავთ გო­გო­ნა, სო­ფია ენუ­ქი­ძე, რო­მე­ლიც 2019 წელს საფ­რან­გეთ­ში და­ი­ბა­და და გი­ორ­გი კე­კე­ლი­ძე (ავ­თან­დილ ენუ­ქი­ძის გერი). თამ­თა ღლონ­ტი პარ­ლა­მენ­ტში დე­პუ­ტა­ტის თა­ნა­შემ­წედ მუ­შა­ობს, ასე­ვე არის სა­ქარ­თვე­ლოს ტექ­ნი­კუ­რი უნი­ვერ­სი­ტე­ტის ლექ­ტო­რი.

ავ­თან­დილ ენუ­ქი­ძე არის შპს "არ­დიქ­სის" 35%-იანი წი­ლის მფლო­ბე­ლი, ასე­ვე შპს თერ­მო­მე­ტა­ლი სა­ქარ­თვე­ლო­ში ფლობს 60%-იან წილს, შპს გგ და კომ­პა­ნი­ა­ში - 20%-იან წილს, ასე­ვე არის შპს ევ­რა­ზია ვეის 20%-იანი წი­ლის მფლო­ბე­ლი, შპს ევ­რა­ზია პეტ­რო­ლე­უ­მის 16%-იანი წი­ლის მფლო­ბე­ლი, შპს ეკო სტან­დარ­ტის 25%-იანი წი­ლის მფლო­ბე­ლი, შპს პი­რა­მი­და +-ის 35%-იანი წი­ლის მფლო­ბე­ლი, შპს ნი­ა­პო­ლი­სის 100%-იანი წი­ლის მფლო­ბე­ლი.

ხოლო შპს სტუ­დია 13-ის 60%-იანი წი­ლის მფლო­ბე­ლია დე­პუ­ტა­ტის მე­უღ­ლე თამ­თა ენუ­ქი­ძე. ამას გარ­და ენუ­ქი­ძე წი­ლებს კი­დევ ათ კომ­პა­ნი­ა­ში ფლობს. ცნო­ბის­თვის, ავ­თან­დილ ენუ­ქი­ძე პარ­ლა­მენ­ტში "პატ­რი­ოტ­თა ალი­ან­სის" სიით არის მოხ­ვედ­რი­ლი.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2022 by Resonance ltd. . All rights reserved
×