რეზონანსი
23.06.2022

21 ივნისს მომღერალი ლევან კბილაშვილი 31 წლის ასაკში გარდაიცვალა. ჯერჯერობით გარდაცვალების ზუსტი მიზეზი უცნობია, თუმცა გავრცელებული ინფორმაციით, მას კორონავირუსის რამდენჯერმე გადატანის შემდეგ, მენჯის ძვლის დაშლა დაეწყო.სამწუხარო ინფორმაციამ მთელი საქართველო მოიცვა. გარდაცვლილს მოსკოვში უკვე გამოემშვიდობნენ. ლევანის დედამ სოციალურ ქსელში ემოციური პოსტი გამოაქვეყნა და გადმოსვენების კადრებიც გაავრცელა.

„აი, ასე გამოგაცილეს მოსკოვის ქართული ტაძრიდან საქართველოს დროშით დედი. მთელი მოსკოვი იქ იყოვო დედიიიიიიი. ახლოს არ უშვებდნენ არავის, ზღვა ხალხი იყოვო დედიიიიიიი.ყველას უნდოდა ახლოდან დამშვიდობებაო, დედიიიიიი. განსაკუთრებული პატივი მიგაგეს შვილო, მგონი იქაურებსაც არ ღირსებიათ ასეთი პატივი, ეს ვინ ყოფილხარ შვილო.ახლა ჩვენ გელოდებით აქ, ქართულ მიწაზე ქართული დროშით, შენ შენი გასაკეთებელი ქართული საქმე იქ უკვე გააკეთე, გენაცვალოს დედა შენ შვილოოოოოო", - წერს გარდაცვლილის დედა მე­ლი­ტა ფურ­ცე­ლა­ძე.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2022 by Resonance ltd. . All rights reserved
×