რეზონანსი
23.06.2022

ცნობილი შოუმენისა და ექიმის, ოთარ ტატიშვილის უმცროსმა ვაჟმა თავისი მომავალი სამედიცინო სფეროს დაუკავშირა. მან მუსიკოსობა გადაიფიქრა და ჯანდაცვის მართვის ფაკულტეტზე ჩააბარა. შოთა ტატიშვილმა ყველაზე რთული პერიოდი მაშინ დადგა, როდესაც კორონავირუსით დაიფიცირდა და ლევან რატიანის თქმით მხოლოდ იმიტომ გადარჩა, რომ სიცოცხლის უზარმაზარი სურვილი მატებდა ძალას.

"იმდენად გამირთულდა, ვგრძნობდი, სუნთქვას ვერ ვახერხებდი. იყო მომენტი, ბუნდოვნად მახსოვს, თითქოს სხეულიდან გავედი და თეთრი სივრცე დავინახე, სადაც ისე ეწვეთებოდა ფერადი წვეთები, როგორც სხვადასხვა საღებავები. ეს ის წუთები იყო, როცა რეანიმაციაში გადავყავდი. გონება მალე დამიბრუნდა, ერთი წუთითაც არ დამიშვია, რომ მოვკვდებოდი. ჩემს თავს ვუმეორებდი, შენ აუცილებლად გადარჩები-მეთქი. ბატონმა ლევან რატიანმა მითხრა, ერთადერთი, რამაც გადაგარჩინა, ეს იყო შენი უზარმაზარი სურვილი სიცოცხლისა, არ შეეპუე, ბოლომდე იბრძოლეო.

ძალიან შევაშინე მშობლები, ძმა, მეუღლე. ზუკა საავადმყოფოსთან ათენებდა და აღამებდა, რეკავდა საზღვარგარეთ, რომ გართულების შემთხვევაში ჩემი გადაყვანა მოესწროთ. ასევე იყვნენ მშობლებიც. ჩემი მეუღლე, მარიამი, როგორც მითხრეს, ოთახიდან არ გამოდიოდა, საჭმელსაც არ ჭამდა ჩემს მოლოდინში", - განუცხადა "სარკეს" შოთი ტატიშვილმა.

"სარკე"

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2022 by Resonance ltd. . All rights reserved
×