რეზონანსი
30.06.2022

ქართველი მომღერალი - თამარ ივერი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და მთავრობას ინიციატივით მიმართავს.მისი თქმით, 18 წლამდე არასრულწლოვანთა დედებს უნდა ეკრძალებოდეთ უცხოეთში მრავალი წლით სამუშაოდ წასვლა.

„საქართველოს მთავრობამ აუცილებლად უნდა მიიღოს კანონი:18 წლამდე არასრულწლოვანთა დედებს უნდა ეკრძალებოდეთ უცხოეთში მრავალი წლით სამუშაოდ წასვლა!წასვლის მაქსიმალური დრო უნდა განისაზღვროს 1 წლით!გაივსო ქვეყანა... საშოვარზე გადაკარგული დედების მიერ უპატრონოდ მიტოვებული, გაუბედურებული ბავშვებით!! ისინი შემდგომ ან ოჯახური ძალადობის მსხვერპლნი ხდებიან, ან ცუდ წრეში ვარდებიან, ნარკომანდებიან, აზარტულ თამაშებში ითრევენ, სწავლა განათლებაც გვერდით რჩებათ, ან ძლიერ ფსიქოლოგიურ ტრავმებს იღებენ ან სულაც, მიტოვებულნი, მარტოსულნი და სასოწარკვეთილებაში ჩავარდნილნი სუიციდით ამთავრებენ სიცოცხლეს!!! არანაირი თვეში 800€ და ვიღაც იტალიელი და ბერძენი მოხუცების ღამის ქოთნების ქცევა არ ღირს საკუთარი შვილის გაუბედურებად!ბოლო ბოლო უნდა დავემსგავსოთ ქვეყანას და უნდა დაენიშნოს 18 წლამდე მოზარდის მშობელს თვეში მინიმუმ 1000-ლარიანი დახმარება!! მოიკელით ხელფასები და პრემიები! მორჩა!", - წერს თამარ ივერი.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×