რეზონანსი
06.07.2022

ქველმოქმედი აკა სინჯიკაშვილი სოციალურ ქსელში სასიხარულო ინფორმაციას ავრცელებს, სადაც აღნიშნულია, რომ ადამიანებისთვის, რომელთან სხვადასხვა საყოფაცხოვრებო ნივთების შეძენის საშუალება არ აქვთ, უფასო მაღაზია გაიხსნა, საიდანაც ბავშვის, ქალის და კაცის სამოსთან ერთად, ფეხსაცმელი და სათამაშოებიც გაიცემა.

მაღაზია საბურთალოზე, დავით თავხელიძის ქუჩა #1-ის ეზოში მდებარეობს და ტანსაცმლის გაცემა შაბათ-კვირას დილის 10:00 საათიდან 18:00 საათამდე იქნება შესაძლებელი.

აკა სინჯიკაშვილი წერს, რომ სჭირდებათ მოხალისეები, რათა შენობამ ყოველდღიურად იმუშაოს.

„ეს არის ჩვენი უფასო ტანსაცმლის "მაღაზია"

რომელზეც, ახლავე ყველაფერს გეტყვით დაწვრილებით და გთხოვთ ყურადღებით წაიკითხეთ

მოხალისეების მიერ შექმნილი სივრცე მდებარეობს საბურთალოზე, დავით თავხელიძის ქუჩა #1-ის ეზოში. ვაჟა-ფშაველას მეტროსთან ახლოს, წმინდა ბარბარეს ეკლესიის უკან მხარეს, კორპუსების ეზოში. ვაჟა-ფშაველას გამზირიდან, "მოდული"-ს შენობასთან არის ჩამოსახვევი. გაუზიარეთ მისამართი ყველას, ვისაც ჩვენი დახმარება სჭირდება.

სივრცე მუშაობს ჯერჯერობით შაბათს და კვირას, დილის 10:00-დან საღამოს 18:00-მდე. მოტანაც და წაღებაც შეგიძლიათ ყველა შაბათს და კვირას. მოტანა შეიძლება ნებისმიერი ფორმის,ფერის და ზომის ტანსაცმელის, ფეხსაცმელის, წიგნების,სათამაშოების და ნებისმიერი საოჯახო ნივთის, რაც სახლში აღარ გჭირდებათ.

გთხოვთ, ეცადეთ, ტანსაცმელი ნუ იქნება ძალიან დახეული და მთლად გამოუსადეგარი. იყოს აუცილებლად გარეცხილი, სუფთა და რაშიც იქნება მოთავსებული, ზედ ეწეროს სქესი და ასაკი, ვისთვისაცაა განკუთვნილი.

განსაკუთრებით გვჭირდება ხოლმე სათამაშოები, წიგნები და მშრალი პროდუქტი. ძალიან ბევრი ბავშვი მოდის და ყველას გვინდა რაღაც შეხვდეს

ოჯახებისათვის, მათი წევრების რაოდენობის მიხედვით, გაიცემა შეუზღუდავი ოდენობის ნივთები და შეუძლიათ სარგებლობა სამ თვეში ერთხელ. საბუთების წარდგენა არავისთვის სავალდებულო არ არის.

აუცილებლად დამიკავშირდით რეგიონებიდან სოფლის, სკოლის, რაიონის, ან სოციალური სამსახურის თანამშრომლები, ან თუნდაც მოხალისეების ჯგუფი.ნებისმიერ რეგიონში უფასოდ გამოგიგზავნით საკმარისი რაოდენობის ტანსაცმელს და შეძლებთ გაუნაწილოთ სოციალურად დაუცველ ადამიანებს.

გვჭირდება რაც შეიძლება მეტი მოხალისე, რომ შენობამ ყოველდღე იმუშაოს და სწრაფად გავაკეთოთ ხოლმე ყველაფერი ვისაც ბევრი დრო გაქვთ, გთხოვთ მოგვეხმაროთ და შეგიძლიათ მომწეროთ მესიჯი ნომერზე - 558181218. ზარების პასუხს ვერ ვასწრებ, გაუჩერებლად რეკავს სულ ტელეფონი

შაბათს და კვირას, ტანსაცმელის გარდა გაიცემა უფასო პური, მათთვის, ვინც ვერ ყიდულობს. არ მოგერიდოთ და მობრძანდით ნებისმიერი ადამიანი, ვისაც გჭირდებათ. პურიც და ტანსაცმელიც რა თქმა უნდა უფასოა

ერთი თვის განმავლობაში, უკვე დავეხმარეთ 2000-ზე მეტ ადამიანს.

აქვთ ახალი ტანსაცმელი, ფეხსაცმელი და ნივთები, ბავშვებს სათამაშოები და წიგნები

ვეცდებით ჯერ ყველა დიდ ქალაქში და შემდეგ ყველა რაიონში იყოს ასეთი ადგილი

უამრავი მადლობა სათითაოდ ყველას, ვინც გვეხმარებით და უზარმაზარი ბოდიში, ვისაც ვერ გპასუხობთ ზარზე და მოწერილზე.

#სიკეთეგადამდებია ", - წერს აკა სინჯიკაშვილი.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×