რეზონანსი
05.08.2022

მსახიობი, გიორგი ვარდოსანიძე მამა გახდება. ტელეწამყვანმა "ინსტაგრამზე" ვიდეო გამოაქვეყნა, რომელიც ექოსკოპიის კაბინეტშია გადაღებული.

"თქვენს წი­ნა­შეა ჩემი შვი­ლი და მისი გმი­რი დედა... თუ მჯე­რო­დეს. ახ­ტა­აა, ახ­ტა­აა...", - დაწერა ვარდოსანიძემ.

დიდი ხანი არ არის, რაც გიორგი ვარდოსანიძე მეორე ცოლს დაშორდა. ამის შესახებ ინფორმაცია შარშან ოქტომბერში გავრცელდა. პირველ მეუღლესთან - სალომე ჭაჭუასთან - ურთიერთობა კი 2015 წელს დაასრულა. ახლა კი მოულოდნელად გაირკვა, რომ მსახიობს ურთიერთობა აქვს მარიამ უშვერიძესთან და მისგან მალე უკვე შვილს ელოდება. სხვათა შორის, ამის შესახებ იგი რამდენი თვის წინ ამბობდა კიდეც. „მეყოლება შვილები, ნელ-ნელა მივდივარ მაქეთკენ" - აღნიშნავდა ვარდოსანიძე.

გიორგი ვარდოსანიძე ამჟამად 34 წლისაა.

„ჩემს "სთო­რი­ში" იყო ეგ არის ამ­ბა­ვი, მეტს არა­ფერს და­ვა­მა­ტებ. დრო მოვა და ყვე­ლა ყვე­ლა­ფერს გა­ი­გებს. ამ ეტაპ­ზე გა­დავ­ყწ­ვი­ტე, რომ არა­ვის­თან ვი­თა­ნამ­შრომ­ლო, მხო­ლოდ ჩემი სო­ცი­ა­ლურ ქსე­ლის სა­შუ­ა­ლე­ბით გავ­რცელ­დე­ბა ინ­ფორ­მა­ცია. რო­დე­საც გა­დავ­წყვეტ მა­შინ გა­ი­გებთ ყვე­ლა­ფერს, ოთხი წე­ლია რაც მე­დი­ას­თან აღარ ვთა­ნაშმ­რო­ლობ“, - თქვა მსახიობმა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×