რეზონანსი
08.08.2022

2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომიდან 14 წელი გავიდა. საქართველოს ეროვნული გმირის, გიორგი ანწუხელიძის შვილი, ლევან ანწუხელიძე მამის შესახებ საუბრობს. მეხსიერებაში ბევრი არაფერი აქვს შემორჩენილი, რადგან როცა ომი დაიწყო და გმირმა სამშობლოს დასაცავად წასვლა გადაწყვიტა, ლევანი სულ რაღაც 10 თვის იყო. მამას სიზმრებში ხედავს.

„მამაჩემი გმირია და მე ვიცი, რომ მისი ოცნება აუცილებლად ახდება. როდესაც მამა ომში წავიდა, 10 თვის ვიყავი. დედას ამშვიდებდა მამა, მაგრამ სახლში ვერ გაჩერდებოდა, რადგან ბრძოლა უნდოდა და სამშობლოს ასე სჭირდებოდა.

2008 წელს რუსებმა მამაჩემი ტყვედ აიყვანეს და უთხრეს, რომ დროშისთვის უნდა დაებიჯებინა და მიწისთვის ეკოცნა, მაგრამ ეს არ გააკეთა. არ ვიცი, ოდესმე ვნახავ თუ არა მამაჩემის წამების კადრებს, ვიპოვი თუ არა ჩემში ძალებს ამის სანახავად. მამა რომ ცოცხალი ყოფილიყო, ჩემი ცხოვრება უფრო ბედნიერი იქნებოდა. აი, მაგალითად, კალათბურთზე სხვები შვილებს უფრო მხარს უჭერენ, როცა მამა გყავს გვერდით, უფრო სხვა არის რა...

ხშირად ყოფილა შემთხვევა, როდესაც რაღაც რჩევა მჭირდებოდა, დავფიქრებულვარ და მეგონა, რომ ამას მამა მირჩევდა. მამას მარტო სიზმრებში ვხედავ.. ბევრი სიზმარი მინახავს, მაგრამ ყველაზე გამორჩეული ეს იყო: დედა და მამა იყვნენ დიდ გემზე და სადღაც მიდიოდნენ. მამასთან მარტო ფოტოები მაქვს შემორჩენილი. იყო გიორგი ანწუხელიძის შვილი, დიდი პასუხისმგებლობაა და არ არის მარტივი." - თქვა ლევან ანწუხელიძემ „ფორმულასთან".

წყარო: „ფორმულა"

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×