რეზონანსი
25.09.2022

სოციალურ ქსელში მორიგი ტრაგიკული შემთხვევის შესახებ ვრცელდება ინფორმაცია.

“ემიგრანტი დედა მოგიკვდეს, შვილო…ზეცაში ხარ, ანგელოზო.. ღმერთო აცხოვნე და დედამისს მიეცი ძალა, რომ იცოცხლოს… იცოცხლოს… მაგრამ ის მუდამ ტკივილიანი, იარაშეუხორცებელი მოვა შენს საფლავთან და ჩამოგძახებს: ემიგრანტი დედა მოგიკვდეს, შვილო. შვილი მოუკვდა ემიგრანტ დედას და მე მოვატყუე….

დედა შვილს გლოვობს, ნეტა თუ გნახავო, თითქოს შეიშალა დღეს სამყარო…

გარდაიცვალა ემიგრანტის შვილი, 33 წლის ბაჩი ბერძენიშვილი.

გლოვობს ჩემი სოფელი გორაბერეჟოული…. ჩოხატაური…ღმერთმა ნათელში ამყოფოს შენი ლამაზი სული…. არ მჯერა და ვერც ვერასდროს დავიჯერებ….

უფალმა სამოთხის კარი გაგიღო და შენც შენი ფიქრებითა და აუსრულებელი ოცნებებით დაადექი სასუფევლის გზას, - წერს სოციალურ ქსელში “შოთო სიხარულიძე ქართველი ემიგრანტები”.

 33 წლის ბაჩი ბერძენიშილმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.

გარდაცვლილს მეუღლე და მცირეწლოვანი შვილი დარჩა.

ბაჩი ბერძენიშილი ტვ12-ის გადაცემა “ალავერდის” წამყვანი იყო.

წყარო: gurianews.ge

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×