რეზონანსი
30.09.2022

ნინი შერმადინს წონაში მომატებას არ პატიობენ და როგორც თვითონ წერს, სოციალური ქსელში მწარედ უკომენტარებენ:

"ბოლო ვიდეოებზე უამრავი კომენტარი მომდის, თუ როგორ გავსუქებულვარ, კუპატი, უი უი როგორ გასუქებულა და ასე შემდეგ. ზოგიც ამერიკულ ფასტ ფუდს მაბრალებს და ა.შ.

ბოლო ორი წლის განმავლობაში, ალბათ, ერთი წისქვილის ქვა არ მობრუნდა ჩემს კისერზე, თორემ დანარჩენი ყველაფერი მოხდა. ვიყავი ძალიან მძიმე დეპრესიაში, რაც რა თქმა უნდა, თქვენთვის არ მიგრძნობინებია.

მყავდა ფსიქიატრი და ვიყავი ანტიდეპრესანტებზე გარკვეული პერიოდი. სტრესის ფონზე გამიჩნდა ჩიყვი. ანუ ფარისებრის პრობლემა, რამაც გამოიწვია ჩემი წონაში სერიოზულად მომატება. პლუს ინსულინის რეზისტენცია სისხლში. დავიწყე მკურნალობა და იმედია, ისევ მალე ჩავდგები ფორმაში. დიდი მადლობა, რომ მგულშემატკივრობთ.

პ.ს ზედმეტი კილოგრამებითაც შეიძლება ადამიანი ლამაზი და კარგი იყოს.

ჩემი მხარდაჭერა პუტკუნებს" - დაწერა მომღერალმა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×