რეზონანსი
15.03.2023

"ემიგრანტების იმედი", შოთო სიხარულიძე სოციალურ ქსელში ბათუმში მომხდარ ტრაგედიას ეხმაურება და წერს, რომ თურქეთში გადაყვანილი 3 წლის, დანიელი გონზე მოვიდა.

"თვალები გაახილა, თქვენმა ლოცვამ სასწაული მოახდინა... მთელი ღამე არ მეძინა, ველოდებოდი პასუხებს. 3 წლის დანიელმა თვალები გაახილა რამდენიმე წუთის წინ და დედა მოითხოვა... დედა მინდაო, დედა კი ბათუმშია და 10 წლის შვილს გლოვობს.... როგორ უნდა გააგებინო 3 წლის ბავშვს, რომ დედა ვერ ჩაეხუტება, რომ დედა ვერ მივა მასთან..

ბევრი მეკითხებით დაკრძალვა როდისააო, დავითისო ბავშვს სავარაუდოდ უკრაინაში დაკრძალავენ, დღეს გადაწყდება ზუსტად და გეტყვით ალბათ დავიდი ზეციდან ლოცულობდა ანგელოზებთან ერთად მის ძამიკოზე და არ მისცა უფლება მასთან გაფრენილიყო სათამაშოდ....", - წერს შოთო სიხარულიძე.

12 მარტს ბათუმის ბულვარზე, ქარმა ბატუტი გაიტაცა. უბედურ შემთხვევას 10 წლამდე ბავშვი ემსხვერპლა, მისი ძმა კი კმძიმე მდგომარეობაში საავადმყოფოში იმყოფება.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×