რეზონანსი
16.03.2023

ქართველი მომღერალი მერაბ სეფაშვილი მეუღლის ავადმყოფობის შესახებ ღიად ალაპარაკდა. ჟურნალ „სარკის“ კითხვას პასუხობს იმის შესახებ, თუ როგორ გრძნობს თავის მისი მეუღლე, რომელსაც ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემა ჰქონდა:

„უკეთესობა არის. ნინოს, თავდაპირველად, ძალიან რთული მდგომარეობა ჰქონდა, ღვთის წყალობით, ნაბიჯ-ნაბიჯ მიიწევს წინ. ამას მარტო ექიმების დასკვნით არ ვამბობ, გაუმჯობესება თვალნათლივ ეტყობა. იმედი მაქვს, მალე ყველაფერი კარგად იქნება. ჩემთვის ეს დიდი დარდია, მაგრამ ამასაც ოპტიმიზმით ვუყურებ. ალბათ, ყველაზე რთული მომენტი იყო, როდესაც მითხრეს, რომ ჩემი უმცროსი შვილი იყო ავად... რაღაც ცუდ დიაგნოზზე ფიქრობდნენ და კინაღამ მოვკვდი. სხვა ქვეყანაში ვიყავით მაშინ ჩვენ და ვიბრძოდით იმისთვის, რომ ყველაფერი კარგად ყოფილიყო“, - აღნიშნა სეფაშვილმა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×